პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

უკრაინის გაერთიანებული ძალების მეთაური აცხადებს, რომ უკრაინა მუდმივად ადევნებს თვალყურს, რაც ხდება ბელარუსში და ბელარუსიდან შესაძლო შეტევისთვის მზად არის

ნახვები: 727 უკრაინის გაერთიანებული ძალების მეთაური აცხადებს, რომ უკრაინა მუდმივად ადევნებს თვალყურს, რაც ხდება ბელარუსში და ბელარუსიდან შესაძლო შეტევისთვის მზად არის

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაური სერგეი ნაევი აცხადებს, რომ უკრაინა მუდმივად ადევნებს თვალყურს იმას, რაც ხდება ბელარუსში და ამჟამად მზად არის ბელარუსიდან შესაძლო შეტევისთვის.

ნაევის განცხადებას უკრაინული მედია ავრცელებს.

სერგეი ნაევის განმარტებით, სამხედრო საფრთხეების დონე იზომება ჯარების რაოდენობის, შემადგენლობისა და საბრძოლო პოტენციალის მიხედვით.

„ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, რუსეთის შესაბამისი ძალებისა და საშუალებების კონცენტრაცია შექმნის ჩრდილოეთ ოპერატიულ ზონაში განმეორებითი თავდასხმის საფრთხეს, კერძოდ, ქალაქ კიევზე, თუმცა ამ სამხედრო საფრთხეების დონე მუდმივად იზომება ჩვენი პარტნიორების მიერ. მითითებული ინფორმაცია ჩვენ დროულად მოგვეწოდება და ჩვენ, როგორც პროფესიონალი სამხედროები, ასევე ვრეაგირებთ ამ სამხედრო საფრთხის დონის ზრდაზე – ვიღებთ ზომებს, რომ ჩვენი ჯარები იყოს შესაბამისი რიცხოვნობის აუცილებელი შეიარაღებით, სამხედრო ტექნიკით და მაღალი საბრძოლო პოტენციალით. ამჟამინდელი მდგომარეობით, ბელარუსის მხრიდან თავდასხმისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ნაევმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა