კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯოზეფ ბორელი - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ნებისმიერ ბირთვულ თავდასხმას მოჰყვება ისეთი მძლავრი სამხედრო პასუხი, რომ რუსეთის არმია განადგურდება

ნახვები: 645 ჯოზეფ ბორელი - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ნებისმიერ ბირთვულ თავდასხმას მოჰყვება ისეთი მძლავრი სამხედრო პასუხი, რომ რუსეთის არმია განადგურდება

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ნებისმიერ ბირთვულ თავდასხმას მოჰყვება ისეთი მძლავრი სამხედრო პასუხი, რომ რუსეთის არმია განადგურდება, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუგეში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„არის ბირთვული საფრთხე და პუტინი ამბობს, რომ ეს მისი მხრიდან ბლეფი არ არის. მას არ შუძლია, საკუთარ თავს ბლეფის უფლება მისცეს. უნდა იყოს მკაფიო, რომ არც უკრაინის მხარდამჭერი ხალხის, ევროკავშირის და მისი წევრების, აშშ-ის და ნატო-ს მხრიდან არ არის ბლეფი. უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა შექმნის პასუხს, თუმცა არა ბირთვულ პასუხს, არამედ ისეთ მძლავრ პასუხს სამხედრო მხრიდან, რომ რუსეთის არმია განადგურდება, და პუტინმა არ უნდა მიმართოს ბლეფს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ჯოზეფ ბორელის თქმით, რუსეთს ერთიანობა, სიძლიერე და სიმტკიცე უნდა აჩვენონ.

„ეს არის სერიოზული მომენტი ჩვენს ისტორიაში და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა, სიძლიერე და სიმტკიცე, სრული სიმტკიცე“, – აღნიშნა ბორელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა