სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში „კონტრტერორისტული ოპერაცია” გამოცხადდა

ნახვები: 552 ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში „კონტრტერორისტული ოპერაცია” გამოცხადდა

ბელარუსში „კონტრტერორისტული ოპერაცია“ გამოცხადდა. ამის შესახებ გამოცემა „იზვესტიასთან” ინტერვიუში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

ვლადიმირ მაკეის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ბელარუსის მეზობელი ქვეყნებიდან მოსალოდნელ საფრთხეს უკავშირდება.

„არსებობდა ინფორმაცია, რომ
ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილია პროვოკაციები, რაც დაკავშირებულია ბელარუსის ტერიტორების ნაწილის დაკავების საფრთხესთან”, – აცხადებს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი.

კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ითვალისწინებს სამართალდამცავების უფლებამოსილების გაფართოებას. მათ საშუალება ექნებათ, ნებისმიერი მოქალაქე გააჩერონ შემოწმების მიზნით, შეზღუდონ მოქალაქეთა გადაადგილების უფლება, ხოლო სპეცსამსახურების წარმომადგენლები ნებართვის გარეშე შევლენ ნებისმიერ შენობაში.

პარალელურად, ბელარუსის მედია იუწყება, რომ ქვეყანაში „ფარული სამხედრო მობილიზაცია მიმდინარეობს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა