კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - ვითხოვთ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმეების გადახედვასა და მათ გათავისუფლებას

ნახვები: 641 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - ვითხოვთ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმეების გადახედვასა და მათ გათავისუფლებას

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების, მათ შორის უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას , - ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში - „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“, რომელიც ასამბლეამ გუშინ დაამტკიცა.

რეზოლუციაში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია რუსეთის ფედერაციაში არსებულ რეპრესიულ გარემოზე.

„ხელისუფლება ახორციელებს სამოქალაქო თავისუფლებების დარბევას დაშინებისა და ღია დევნის საფუძველზე, რომლის მიზანი ფართო საზოგადოებაში პოლიტიკური მიზნებისთვის ტერორის მდგომარეობის პროვოცირებაა. დემოკრატიულ მოღვაწეები რეპრესიების ქვეშ არიან, ან კლავენ, ოპოზიციური პარტიების სისტემა განადგურდა, სასამართლო სისტემა არ არის დამოუკიდებელი და ბევრი მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია დაიხურა. ბოლო წლებში გატარებული ბევრი ულმობელი ზომის მიუხედავად, ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციებმა და საპროტესტო აქციებმა მთელ ქვეყანაში იფეთქა. ყველაზე გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა შორის, რომლებსაც დევნიან ომის წინააღმდეგ კრიტიკის გამოთქმისთვის, არის ვლადიმერ კარა-მურზა, რომელიც დაკავებულია 2022 წლის აპრილიდან. ასამბლეა რუსეთის ხელისუფლებას ვლადიმერ ყარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ასამბლეა ასევე მოუწოდებს, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტპატიმრების, (მათ შორის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის), საქმეების გადახედვისა და მათი გათავისუფლებისკენ“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

შეგახსენებთ, რეზოლუციას, რომელიც ევროპის ქვეყნებს რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებისკენ მოუწოდებს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 100 წევრიდან მხარი 99-მა დაუჭირა, ერთმა წევრმა კი, თურქმა დეპუტატმა „რესპუბლიკური სახალხო პარტიიდან“ - თავი შეიკავა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა