კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მამუკა ხაზარაძე: ამ ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეს არ არის უბრალო შემთხვევა, ეს არის დიდი ჯაჭვის ტრაგიკული დასასრული

ნახვები: 826 მამუკა ხაზარაძე: ამ ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეს არ არის უბრალო შემთხვევა, ეს არის დიდი ჯაჭვის ტრაგიკული დასასრული

"ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარმა ტრაგედიამ „კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეს არ არის უბრალო შემთხვევა, ეს არის დიდი ჯაჭვის ტრაგიკული დასასრული“ . ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე განუცხადა.

„ძალიან მძიმე დღეა ოჯახისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი ქალაქისთვის. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მივუსამძიმრო მთელ თბილისს, სრულიად საქართველოს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ტრაგედია ყველა ქალაქში ხდება. ახლა მსჯელობა მიდის უნდა გადადგეს, თუ არა ქალაქის მერი, დღეს ამაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ერთი კომპანია ტენდერების 95%-ს იგებს, ყველაფერზე მიუთითებს, რომ თითქოს ამ ქალაქში არ მოიძებნება სხვა კომპანია, რომელსაც ხეების დარგვა შეუძლია. სწორედ ჩვენი გადახდილი ფულით ხდება ეს მანიპულაციები და მე მგონი, ეს არის ამის თავი და თავი. ამ ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეს არ არის უბრალო შემთხვევა, ეს არის დიდი ჯაჭვის ტრაგიკული დასასრული“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა