თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - სისულელეებს როცა ილაპარაკებთ, გთხოვთ, გაგახსენდეთ, რომ ქართველ სამხედროებს მოღალატეობრივად, ომის დაწყება დააბრალეთ, მაშინ არ დაგეჭირათ ამ ნაწილისთვის მხარი

ნახვები: 481 მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - სისულელეებს როცა ილაპარაკებთ, გთხოვთ, გაგახსენდეთ, რომ ქართველ სამხედროებს მოღალატეობრივად, ომის დაწყება დააბრალეთ, მაშინ არ დაგეჭირათ ამ ნაწილისთვის მხარი

როდესაც ოპოზიციას არ აწუხებს პროცედურასთან დაკავშირებული ტყუილი, რომ თითქოს შესაძლებელი იყო, მხარი დაეჭირათ რაღაც ნაწილისთვის და რაღაც ნაწილისთვის არა, მაშინ მათ კიდევ ერთხელ აღიარეს ღალატი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისთვის ხმის მიცემის შესახებ ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა. 

მდინარაძემ გაიხსენა, რომ 2008 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება ბრალდებოდათ.

ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციას არ აღელვებს პროცედურასთან დაკავშირებული ეს ტყუილი და მხოლოდ ორი ადამიანის ხმამაღლა საუბარზე აქვთ პრეტენზია.

,,როდესაც ოპოზიციას აწუხებს, ორი კაცის ხმამაღალი გადალაპარაკება ერთმანეთში, ამით არის აღშფოთებული და არ აწუხებს პროცედურასთან დაკავშირებული ტყუილი, რომ თითქოს შესაძლებელი იყო, მხარი დაეჭირათ რაღაც ნაწილისთვის და რაღაც ნაწილისთვის არ დაეჭირათ, მაშინ, მათ, კიდევ ერთხელ, აღიარეს ღალატი. 2008 წელს, თურმე, მათი ლოგიკით, ოღონდ ეს ასე არ არის, მაგრამ შეეძლოთ ჩანაწერისთვის, სადაც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება ბრალდებოდათ, მხარი არ დაეჭირათ და ეს ასე არ გააკეთეს. ეს ნაწილი, პროცედურის, არ აღელვებთ, ორი კაცის ხმამაღლა გადალაპარაკება აღელვებთ, ასეთი მყარები არიან ისინი არგუმენტებში და როცა, ასეთ სისულელეებს ილაპარაკებთ, ძალიან გთხოვთ, და ასეთ ტყუილებს, ეს გაითვალისწინოთ და გაგახსენდეთ, რომ დააბრალეთ, მოღალატეობრივად, ქართველ სამხედროებს ომის დაწყება და მაშინ არ დაგეჭირათ ამ ნაწილისთვის მხარი“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა