კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ სახალხო დამცველის კანდიდატებად ანა აბაშიძეს, გიორგი ბურჯანაძესა და ნაზი ჯანეზაშვილს წარადგენენ

ნახვები: 473 „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ სახალხო დამცველის კანდიდატებად ანა აბაშიძეს, გიორგი ბურჯანაძესა და ნაზი ჯანეზაშვილს წარადგენენ

„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ სახალხო დამცველის კანდიდატებად ანა აბაშიძეს, ნაზი ჯანეზაშვილსა და გიორგი ბურჯანაძეს წარადგენენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ოპოზიციურმა პარტიებმა კონსულტაციების შედეგად მიიღეს, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, „მათთვის ამოცანაა, რომ იყვნენ თანმიმდევრული, ხოლო დანარჩენს პროცესი აჩვენებს“.

„არავის ვურჩევ „ქართულ ოცნებას“ შეუვსოს ის ორი ხმა, რომელიც აკლია. ორ ხმას თუ შეუვსებ, აღარ ხარ ოპოზიცია, მარტივია. რაც შეეხება შვიდი კანდიდატის დასახელებას, თაღლითური სქემა მოიგონეს. მე ხომ არ მომიგონია და არც მხარი დამიჭერია, რომ შვიდი უნდა დასახელდეს. თავისი სატელიტები ხომ ჰყავთ, „სოციალისტები“ ჰყავთ, სხვები ჰყავთ, წარადგინონ მათ კანდიდატები და ამით ამოიწურება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, „ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის თქმით, არსად არ არის განსაზღვრული, რომ რომელიმე პარტიამ შვიდი კანდიდატი უნდა დაასახელოს.

„ოპოზიციამ შვიდი კანდიდატი უნდა დაასახელოსო, ეს სადმე წერია? სადმე ჩაწერეს? „ლელოს“ აქვს ვალდებულება, რომ შვიდი დაასახელოს?! კარგით, მე გთხოვთ, მიბრძანდეთ თითოეულ სუბიექტთან და ჰკითხოთ, რამდენი კანდიდატის დასახელებას აპირებს. სულ მცირე სამის დასახელებას ვაპირებთ. ჩვენ ვთქვით, რომ არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს დავასახელებთ და არჩევის პროცესში დავაკვირდებით სხვების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებსაც. ყველას აქვს თანაბარი უფლება და პასუხისმგებლობა, რომ საკითხი გადავწყვიტოთ სწორად. ეს შვიდი ვინ დააწესა? „ოცნებამ“. დაასახელოს თავისი ყველამ და გამოვა შვიდი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა