კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიგა ბოკერია კალაძეზე: ამ ტრაგედიაში მონაწილე ბავშვის პროპაგანდისთვის გამოყენების მცდელობა ჰქონდა

ნახვები: 483 გიგა ბოკერია კალაძეზე: ამ ტრაგედიაში მონაწილე ბავშვის პროპაგანდისთვის გამოყენების მცდელობა ჰქონდა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, თბილისის მერი კახა კალაძე შეტევაზეა გადმოსული იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის თაობაზე გადაწყვეტილება სწრაფად მიეღო. ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან მიმართებით კახა კალაძის პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე.

„დღეს კიდევ ერთი დაგვირგვინება ვიხილეთ ამ ძალიან უტიფარი, საზოგადოებისთვის ძალიან შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების, რასაც ივანიშვილის რეჟიმის ეს წარმომადგენელი, კალაძე ამ ტრაგედიის ფონზე ავლენს.

იმის ნაცვლად რომ, რაც შეიძლება სწრაფად მიეღო გადაწყვეტილება პოლიტიკური პასუხისმგებლობის თაობაზე, შეტევაზეა გადმოსული, მათ შორის, იმ ფონზე, რაც გუშინ მოხდა, როცა ამ ტრაგედიაში მონაწილე ბავშვის პროპაგანდისთვის გამოყენების მცდელობა ჰქონდა. ეს ყველაფერი ივანიშვილის რეჟიმის სტანდარტებითაც კი ძალიან ამაზრზენად გამოიყურება, სამწუხაროდ.

აქედან გამომდინარე, რაც დრო გავა, ეს ამბავი მორალურად და პოლიტიკურად კიდევ უფრო დამძიმდება. ჩვენთვის, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ რას გვიქადის მთლიანად ივანიშვილი რეჟიმი, რომლის პროდუქტიც არის კალაძე და რატომ არის ჩვენთვის ეროვნული ამოცანა, რომ ამ გზით ეს ქვეყანა აღარ წავიდეს და ეს რეჟიმი ჩამოსცილდეს ხელისუფლებას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა