პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

მიხეილ სარჯველაძე - ვერ ვხედავ ვერც ერთ ისეთ ფრაგმენტს მიშელის დოკუმენტიდან, რომელსაც შეუძლია, გავლენა იქონიოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან

ნახვები: 343 მიხეილ სარჯველაძე - ვერ ვხედავ ვერც ერთ ისეთ ფრაგმენტს მიშელის დოკუმენტიდან, რომელსაც შეუძლია, გავლენა იქონიოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან

ვერ ვხედავ ვერც ერთ ისეთ ფრაგმენტს მიშელის დოკუმენტიდან, რომელშიც გათვალისწინებულია სამომავლოდ რაიმე რეფორმის განხორციელება და რასაც შეუძლია, გავლენა იქონიოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შეჩერების საფუძველი და მიზეზი ლოგიკურად არ არსებობს.

„ხედავენ საჭიროებას და იმის არგუმენტს, რომ ამ შემთხვევაში გარკვეული საკითხებია დამატებით, რასთან დაკავშირებითაც ალბათ მოსალოდნელია კიდევ რეფორმების განხორციელება, რის შემდეგაც ალბათ, უმჯობესია, განხორციელდეს მოსამართლეების შერჩევის პროცედურები. ვთვლით, რომ ეს ლოგიკა არ გამომდინარეობს მიშელის დოკუმენტიდან. ასეთი ინტერპრეტაცია აქვს რამდენიმე ჩვენს უცხოელ პარტნიორს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე საუბარი არ შეგვიძლია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამაზე როდესაც გვექნება შესაძლებლობა ერთმანეთს პოზიციები გავუზიაროთ, ვფიქრობ და დიდი იმედი მაქვს, შევძლებთ, დავარწმუნოთ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რომ დამატებით შეჩერების საჭიროება ამ პროცესის არ არსებობს. ის ცვლილებები, რომელიც შეიძლება, რელევანტური ყოფილიყო და ბმაში ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს შერჩევის პროცესთან, საქართველოს პარლამენტში უკვე განხორციელებულია. შესაბამისად, ამის დამატებით შეჩერების საჭიროება არ არსებობს. ვერ ვხედავ ვერც ერთ ისეთ ფრაგმენტს მიშელის დოკუმენტიდან, რომელშიც გათვალისწინებულია სამომავლოდ რაიმე რეფორმის განხორციელება და რასაც შეუძლია, გავლენა იქონიოს ამ შერჩევის პროცედურებთან. შესაბამისად ვთვლი, რომ ლოგიკურად ახსნადი არ არის დამატებით შეჩერების საჭიროება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში საგზაო რუკა მოიცავს მოსამართლეების დანიშვნის დაპაუზებას, ვიდრე არ იქნება ფართო კონსულტაციები ამბიციურ სასამართლო რეფორმაზე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა