კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მამუკა მდინარაძე ტვ პირველს - თქვენ ბავშვსაც აბულინგებთ, მე არ მითქვამს, თქვენით თქვით

ნახვები: 571 მამუკა მდინარაძე ტვ პირველს - თქვენ ბავშვსაც აბულინგებთ, მე არ მითქვამს, თქვენით თქვით

ახლაც აგრძელებთ ბულინგის მცდელობას კონკრეტული არჩეული ადამიანის მიმართ და ეს ბულინგი გუშინ მთელი დღე იყო დაკავებების გადასაფარად. 9 ადამიანი დააკავეს, ბრალდებამ მიიჩნია ამ ეტაპზე რაღაც გადაწყვეტილება სწორად, ეს გადაწყვეტილება გახმოვანდა და დარწმუნებული ვარ, ამის გადასაფარად მდაბიო ბულინგი და კამპანია აიწია ფეისბუქში. დღეს ამას ავითარებთ და ბულინგს აგრძელებთ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტვ პირველის შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, მორალური ვალდებულებაა და სწორია, კახა კალაძემ დაზარალებულ ადამიანებს დაუჭიროს მხარი, ამის აბსოლუტური უფლება აქვს და ეს არავისგან დასამალი არ არის.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ის საუბრობდა კონკრეტული თანამდებობის პირის ბულინგის მცდელობაზე, ტვ პირველმა კი თქვა, რომ ბავშვს არ აბულინგებს, რაც მათ კომპლექსზე მიუთითებს და ამით ბავშვსაც აბულინგებენ.

„ჩემი აზრით, ახლაც აგრძელებთ ბულინგის მცდელობას კონკრეტული არჩეული ადამიანის მიმართ და ეს ბულინგი გუშინ მთელი დღე იყო დაკავებების გადასაფარად. 9 ადამიანი დააკავეს, ბრალდებამ მიიჩნია ამ ეტაპზე რაღაც გადაწყვეტილება სწორად, ეს გადაწყვეტილება გახმოვანდა და დარწმუნებული ვარ, ამის გადასაფარად მდაბიო ბულინგი და კამპანია აიწია ფეისბუქში. დღეს ამას ავითარებთ და ბულინგს აგრძელებთ.
ბულინგი შეეხება იმას, რატომ ნახა კახა კალაძემ დაზარალებული ბავშვი და რატომ გახმოვანდა ეს ამბავი. მე ვფიქრობ, რომ პირველი - მორალური ვალდებულებაა მართლაც, რომ დაზარალებულ ადამიანებს მან დაუჭიროს მხარი, როგორც თვითონ განაცხადა და ამისი აბსოლუტური უფლება აქვს და მგონია, რომ მორალურად სწორი ამბავია და მეორე - ეს არავისგან დასამალი არ არის. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, პოლიტიკოსები, ყველაფერი ხელის გულზე ჩანს და მაინც და მაინც თქვენი ბულინგის შედეგი უნდა იყოს, რომ რაღაცეები დაიმალოს? ანუ, თქვენ როცა გინდათ გვეკითხებით, რაღაცას რატომ არ ამბობთ, ახლა - რატომ თქვა. ჭრელო პეპელას ამბავია, ყველაზე მარტივად, პრიმიტიულად რომ ვთქვათ. შესაბამისად, თქვენ ბავშვსაც აბულინგებთ, კონკრეტული თანამდებობის პირის ბულინგის მცდელობაა მეთქი და ბავშვს არ ვაბულინგებთო. წარმოიდგინეთ, ამხელა კომპლექსია თქვენში, რომ ბავშვსაც აბულინგებთ. მე არ მითქვამს, თქვენით თქვით“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა