კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეა წულუკიანი - ევროსაბჭოს რეზოლუციაში სააკაშვილის გვარი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის გაპარებული, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი სახე, რომ მათთვის სახელმწიფო ინტერესი არ არის მთავარი

ნახვები: 649 თეა წულუკიანი - ევროსაბჭოს რეზოლუციაში სააკაშვილის გვარი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის გაპარებული, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი სახე, რომ მათთვის სახელმწიფო ინტერესი არ არის მთავარი

მიხეილ სააკაშვილის გვარი ვითომდა პოლიტპატიმარი თუ პოლიტიკური შეფერილობის პატიმარი, ასე მოხვდა რეზოლუციაში, რასაკვირველია, ეს არის გაპარებული ასე ვთქვათ ჩანამატი, რომელიც მოახერხა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის გვარის ჩაწერით საქართველოს არაფერი უშავდება.

„უბრალოდ ისინი კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ სახეს, რომ მათთვის სახელმწიფო ინტერესი არ არის მთავარი და მათთვის მათივე ყოფილი ბელადის გვარი სახელი მთავარი ინტერესი იყო და არის დღესაც. ეს დასანანია, თუმცა მე მინდა, ყველა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ამგვარი ტიპის რეზოლუციით, რასაკვირველია, ჩვენი ქვეყნის ინტერესი არავითარ შემთხვევაში არ ზიანდება. როდესაც ასეულობით დეპუტატი უყრის რეზოლუციას კენჭს და შენ დროს იხელთებ, როდესაც რამდენიმე დეპუტატია შემორჩენილი დარბაზში და ამ დროს ჩააწერინებ პატივცემულ ასამბლეას სააკაშვილის გვარს რეზოლუციაში, რასაკვირველია, ეს არის მორიგჯერ ნიღბის ჩამოხსნა მათთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა