ამასთან, მან შეაფასა „მოქალაქეების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ომბუდსმენის პოსტზე ასარჩევად 19- ვე კანდიდატის წარდგენის თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს შეიძლება „ქართული ოცნებისთვის“ ხელშემწყობი იყოს.
„პირადად ჩემთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო 19- ვე კანდიდატის წარდგენა პარლამენტის წინაშე, მათ შორის, ეს შეიძლება ხელს აძლევდეს „ოცნებას“, მეტ დეტალში არ შევალ, გამოჩნდება. ჩვენ შეიძლება რაღაც რისკებზე ვისაუბროთ, მაგრამ საბოლოოდ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ. რამდენიმე ძლიერი კანდიდატი ცალსახად არის, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები ძალიან ძლიერი კანდიდატები არიან, ჩვენი გუნდი მხარს დაუჭერს ერთ კონკრეტულ ძლიერ კანდიდატს,“ - განაცხადა ბუჩუკურმა.