კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მირცხულავა ხაზარაძეზე-მევახშეს ვეღარ დაუძახებთ

ნახვები: 606 მირცხულავა ხაზარაძეზე-მევახშეს ვეღარ დაუძახებთ

„სამომავლოდ ვერც ერთი პოლიტიკოსი - ანუ ოპონენტი მისი, ან პოლიტიკურად აქტიური პერსონა ვერ წამოაძახებს "მევახშე". თუმცა როცა მავანნი მევახშეს დღესაც ეძახიან ილიას, არ მიკვირს ეგეთი ნაგლებიც აღმოჩნდნენ. მაგრამ სულ-ხორც-პრინციპ გაყიდული და იმიტირებული კვნესის (ზუსტ შესატყვისს არ დავწერ) თავის არ მქონე ქართული პოლიტიკურ სპექტრის წარმომადგენლების უმეტესობას და მათ მხარდამჭერებს სამომავლოდ ხაზარაძის მევახშედ მოხსენიება არ გამოადგებათ - მინიმუმ აუდიტორია ეტყვით, "წადი შენს პატიოსან მამიდას მიხედე",-ამის შესახებ ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს

 „უსახურ და ფლეგმატურ ქართულ პოლიტიკაში, რომელიც დაცლილია ყოველგვარი სახალხო ინიციატივებისაგან, თვალში მომხვდა მამუკა ხაზარაძის საკმაოდ საინტერესო და აზრიანი ვიდეორგოლი. შეგიძლიათ ნახოთ მის ფეიჯზე.

რამდენჯერმე გადავახვიე და ვუყურე, ვუსმინე. აღმოვაჩინე რომ პოლიტიკოსებს შეუძლიათ ჰქონდეთ ისეთი წამოწყება, რომელიც ხალხზეა ორიენტირებული და პოპულისტური არ არის. ძნელად წარმომიდგენია, რომ დამფრთხალი ქართული ბიზნესი მას გამოეხმაურება და საკუთარ მოსახლეობას - ახალგაზრდებს დაუდგება მხარში, მაგრამ იდეის არსებობა უკვე საკმაოდ კარგი სიმპტომია.

მიუხედავად იმისა, რომ მე მაქვს აცდენა მის ცალკეულ ხედვებთან დაკავშირებით, და ამაზე არაერთხელ დამიწერია კიდეც, ალალად ვიტყვი - ერთადერთი ტიპია, ვის გასაშავებლად ხელისუფლებამ ფული, დიდი ფული დახარჯა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვები ან იყიდეს, ვინც არ გაიყიდა უფრო ძვირად იყიდეს. ჯიუტები და გაყიდულ-გადამგდებები ციხეში ჩასვეს ან გააქციეს ქვეყნიდან.

და კიდევ ერთი,სამომავლოდ ვერც ერთი პოლიტიკოსი - ანუ ოპონენტი მისი, ან პოლიტიკურად აქტიური პერსონა ვერ წამოაძახებს "მევახშე". თუმცა როცა მავანნი მევახშეს დღესაც ეძახიან ილიას, არ მიკვირს ეგეთი ნაგლებიც აღმოჩნდნენ. მაგრამ სულ-ხორც-პრინციპ გაყიდული და იმიტირებული კვნესის (ზუსტ შესატყვისს არ დავწერ) თავის არ მქონე ქართული პოლიტიკურ სპექტრის წარმომადგენლების უმეტესობას და მათ მხარდამჭერებს სამომავლოდ ხაზარაძის მევახშედ მოხსენიება არ გამოადგებათ - მინიმუმ აუდიტორია ეტყვით, "წადი შენს პატიოსან მამიდას მიხედე".

ჰო, ეგ ვერ გამოადგება ხელისუფლებასაც - აგერ, ფულის გამო ლამის მთელი პროგრესული მსოფლიო რომ გადაგვკიდა და მოგამდურა.

მოკლედ, მომეწონა დასაქმებასთან,  ქვეყნიდან ახალგაზრდების გადინების შეჩერებასთან დაკავშირებული ხაზარაძისეული იდეები და ჰა, ვერ ვიკადრებ იმას, რომ რაც კარგია არ შევაქო. მით უფრო, რომ მუდმივად სიბნელეს უსინათლოებიც კი არ „ხედავენ““,-წერს მირცხულავა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა