კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიგა ბოკერია - ის, რომ უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი არ არის, ეს არაფერს ცვლის, მასზეა საუბარი, მისი პერსონიდან გამომდინარეა ყველაფერი ის, რაც ხდება

ნახვები: 477 გიგა ბოკერია - ის, რომ უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი არ არის, ეს არაფერს ცვლის, მასზეა საუბარი, მისი პერსონიდან გამომდინარეა ყველაფერი ის, რაც ხდება

ის, რომ სანქცირებულთა სიაში პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი არ არის, ეს არაფერს ცვლის, მასზეა საუბარი. მისი პერსონიდან გამომდინარეა ყველაფერი ის, რაც ხდება, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია უკრაინის მხრიდან „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მყოფი პირების დასანქცირებას.

 

მისივე თქმით, ეს არის დიდი სირცხვილი, "რომელსაც მხოლოდ მაშინ ჩამოვირეცხავთ, როდესაც ამ რეჟიმს შევცვლით და სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ".

 

„უკრაინის ხელისუფლებისგან ეს მეტნაკლებად მოსალოდნელი იყო. ჩვენ არ ვიცით ეს როდის მოხდება აშშ-ს, ევროკავშირის ან ევროპის რომელიმე სხვა ქვეყნების მხრიდან.

 

საბოლოო ჯამში ასეთი ოლიგარქები ყოველთვის ცუდად ამთავრებენ. მე უბრალოდ ამ მოლოდინების შექმნის მიმართ კრიტიკული ვარ, რომ ეს ჩვენთან რეალობას შეცვლის. ჩვენ მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ, რომ ეს ჩვენთვის არის შეხსენება იმისა, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ამ რეალობის შეცვლაზე და არა იმედების დამყარება იმაზე, რომ ეს არის ფაქტორი ჩვენი პრობლემების გადაჭრაში. ლუკაშენკო ძალიან დიდი ხანი სანქცირებული იყო, ამიტომ ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობის მომენტი არ უნდა გაგვეპაროს,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

შეგახსენებთ, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა. კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს - ტიტე მამაცაშვილს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა