კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ზარქუა: ეს არის შანტაჟი - საქართველოს მთავრობამ სამართლიანად უთხრა უარი უკრაინას მეორე ფრონტის გახსნაზე და უკრაინამ კარგად უნდა გაითავისოს რა თამაშში შედის

ნახვები: 462 ირაკლი ზარქუა: ეს არის შანტაჟი - საქართველოს მთავრობამ სამართლიანად უთხრა უარი უკრაინას მეორე ფრონტის გახსნაზე და უკრაინამ კარგად უნდა გაითავისოს რა თამაშში შედის

ეს არის შანტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობამ სამართლიანად უთხრა უარი უკრაინას მეორე ფრონტის გახსნაზე და უკრაინამ ეს კარგად უნდა გაითავისოს, რა თამაშში შედის. ეს არ არის ის თამაში, რომელიც მის სახელმწიფო ინტერესებს ეკუთვნის. დანილოვები, პოდოლიაკები და ასეთი "პადონოკები" საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს ვერაფერს დააკლებენ. ესენი წავლენ წამოვლენ, ხოლო ჩვენი მეგობრობა დარჩება იმიტომ, რომ დიდ ხანს მოიცავს და მომავალშიც ასე გაგრძელდება - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ ბიძინა ივანიშვილის ნათესავების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს გამოეხმაურა. დეპუტატი გავრცელებულ ინფორმაციას არასამართლიანს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ერთგვარი შანტაჟის მცდელობაა საქართველოს ხელისუფლებაზე, რადგან ხელისუფლებამ მეორე ფრონტის გახსნაზე უარი უთხრა. „ინფორმაცია, რაც გავრცელდა, თუ სიმართლეს შეესაბამება ეს არის მორიგი არასწორი, არასამართლიანი გადადგმული ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ გვახსოვს ძებნილი სააკაშვილი, როდესაც ჰყავდათ გუბერნატორად და შემდეგ თმებით ათრევდნენ ხოლმე რესტორნებში და დააპატიმრეს კიდეც. ახლა ადეიშვილი ჰყავთ, რომელიც იმ რეჟიმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამონაწილე იყო. ეს ადამიანი ახლა უკვე უკრაინის სახელით ევროპაში სიტყვით გამოდის და ადამიანებს ხვდება და დააგვირგვინეს ახლა ეს სამარცხვინო შავი სია თუ რაღაც. ბატონ ივანიშვილს ვერ გაუბედეს და ნათესავებზე გადავიდნენ, იმიტომ, რომ მეორე ფრონტის გახსნაზე უარი ვუთხარით ბატონ დანილოვს, ვინც ეს სია შეადგინა. სამართლიანად მიიღო უარი იმიტომ, რომ საქართველოს ფრონტის გახსნა და ომი არ სჭირდება, ჩვენ ეს ვნახეთ, ვიომეთ უკვე 2008 წელს. ჩვენ სტაბილურობა და განვითარება გვინდა და მათ ასე გვიპასუხეს, დაგვაშანტაჟეს. ნამდვილად უკრაინას ვუჭერთ მხარს, უკრაინელ ხალხს, მათ ტერიტორიულ მთლიანობას, მე ვისურვებდი, რომ უკრაინას უფრო ადეკვატური ხელისუფლება ყოლოდა. ეს ჩემი გულწრფელი სურვილია, ისეთი მთავრობა, რომელიც უკრაინელი ხალხის ინტერესებს დაიცავს“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა