კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალეკო ელისაშვილი - ნუ გავჯეჯილდებით, რომ არიქა და უკრაინის ჯარი შემოვა, თუმცა ცუდი განცხადებები კეთდება - ქართულიც და უკრაინული მხარეც სადღაც უნდა გაჩერდეს

ნახვები: 655 ალეკო ელისაშვილი - ნუ გავჯეჯილდებით, რომ არიქა და უკრაინის ჯარი შემოვა, თუმცა ცუდი განცხადებები კეთდება - ქართულიც და უკრაინული მხარეც სადღაც უნდა გაჩერდეს

ნუ გავჯეჯილდებით, რომ არიქა და უკრაინის ჯარი შემოვა, ეს არასოდეს მოხდება, თუმცა ცუდი განცხადებები კეთდება - ასეთი განცხადებები დამაზიანებელია,- ასე აფასებს „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას, რომ „უახლოეს მომავალში, საქართველოს „შველაზე“ უნდა გადაერთონ’.

ელისაშვილის თქმით, „ქართულიც და უკრაინული მხარეც სადღაც უნდა გაჩერდეს“.

„ორკვირიანი დუმილის რეჟიმი უნდა დავიცვათ, შემდეგ დაიწყოს ერთმანეთისკენ ნაბიჯების გადადგმა. ეს ყველაფერი მაგონებს საბავშვო ბაღში ბავშვები რომ იჩხუბებენ, სიტყვას რომ არ არჩენენ ერთმანეთს და ვიღაცას უნდა ბოლო სიტყვა თქვას. ეს ყველაფერი ჩვენი და უკრაინის სირცხვილია. არესტოვიჩიც, პოდოლიაკიც და კობახიძეც უნდა გაჩუმდნენ, ორი კვირა მაინც და შემდეგ დაიწყონ ნორმალური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ერთ-ერთ “იუთუბ” არხზე გამართულ დისკუსიაში აცხადებს, რომ “უახლოეს მომავალში, როდესაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ისინი უნდა გადაერთონ საქართველოს "შველაზე".

ჟურნალისტის კომენტარზე, რომ საქართველოში 300 ათასი რუსი იმყოფება და 300 ათასი რუსი 3 მილიონი ქართველიდან, ანუ 10%, ქართველებისთვის დიდი პრობლემაა, არესტოვიჩმა უპასუხა: „ეს არის კატასტროფა, მითუმეტეს, პრორუსული მთავრობის გათვალისწინებით, რომელსაც არ აქვს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილებები და გაანადგურა ყველაფერი, რაც შექმნა სააკაშვილმა, სადაც კორუმპირებული პოლიცია, სადაც ყველაფერი იყიდება, როგორც თავად ქართველები ამბობენ და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი პრობლემაა. ჩვენ მოვახდენთ იქ ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის გადარჩენა, სომხეთის გადარჩენა, ყველას გადარჩენა. ეს კარგი ისტორიაა, რადგან მილიონი ჩვენი ნაომარი ბიჭისა და გოგოსთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო უახლოეს მომავალში პოსტსაბჭოთა სივრცეში. მშვიდობისმყოფელები, სტაბილიზაციური ოპერაციები, ჰუმანიტარული ოპერაციები და ა.შ.“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა