Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ხატია დეკანოიძე - არესტოვიჩის მოსაზრება ალბათ უფრო ეხებოდა ზოგადად უკრაინის როლს რეგიონში, მაგრამ ჩვენი ოკუპირებული რეგიონების დასაბრუნებლად ძალის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია

ნახვები: 547 ხატია დეკანოიძე - არესტოვიჩის მოსაზრება ალბათ უფრო ეხებოდა ზოგადად უკრაინის როლს რეგიონში, მაგრამ ჩვენი ოკუპირებული რეგიონების დასაბრუნებლად ძალის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია

არესტოვიჩის განცხადებას ომის მუქარას არ დავარქმევდი, თუმცა, მე ნამდვილად არ ვიზიარებ და არ გავიზიარებ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით არავის მოსაზრებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „უკრაინის მაღალჩინოსნის მოსაზრება ალბათ უფრო ეხებოდა ზოგადად უკრაინის როლს რეგიონში, მაგრამ ჩვენი ოკუპირებული რეგიონების დასაბრუნებლად ძალის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია.

„მე ომის მუქარას არ დავარქმევდი, თუმცა, რა თქმა უნდა, მე ნამდვილად არ ვიზიარებ და არ გავიზიარებ არავის მოსაზრებას ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით. მისი მოსაზრება ალბათ უფრო ეხებოდა ზოგადად უკრაინის როლს რეგიონში, მაგრამ საქართველოში ძალის გამოყენება, ჩვენი ოკუპირებული რეგიონების დასაბრუნებლად, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანად, მშვიდობიანი, დასავლური და ეკონომიკური ინტეგრაციით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება უკრაინაში, იქნება იმის ძალიან ბევრი და დიდი შანსი, რომ ჩვენი თანამოქალაქეებთან ერთად დავიბრუნოთ ის ოკუპირებული ტერიტორიები, რომელიც რუსეთის ფედერაციამ, რომელიც აღიარებულია ტერორისტულ რეჟიმად, ძალით წაგვართვა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კითხვაზე, არესტოვიჩის განცხადება თუ აღიქმება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად, ხატია დეკანოიძემ განაცხადა:

„მე მის მოსაზრებებს ვერ გავშლი. მას თავად უნდა ჰკითხოთ, რომელსაც აქვს აზრის გამოთქმის უფლება. ასევე უნდა გვახსოვდეს, როგორ ექცევა საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ხელისუფლებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება აუცილებლად მშვიდობიანად მოხდება. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების საგარეო ორიენტაციას, მას შემდეგ, რაც ისინი მხარს არ უჭერენ რეზოლუციას, სადაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოს მოიაზრება, რა თქმა უნდა, ეს უკრაინის მიერ მტკივნეულად არის აღქმული. მაგალითად, საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებაც ძალიან მძიმეა და დიდი დარტყმაა საქართველოს რეპუტაციისთვის, თუმცა ეს ყველაფერი საქართველოს ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა