პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

"ძალიან ბედნიერი ვარ, მიხარია, რომ 2 წლის შემდეგ შვილს ვნახავ" - ბასილაშვილი

ნახვები: 521 "ძალიან ბედნიერი ვარ, მიხარია, რომ 2 წლის შემდეგ შვილს ვნახავ" - ბასილაშვილი

"ჩემ შვილთან არ მქონია ურთიერთობა ბოლო ორი წელია, ამ პროცესების გამო, ამიტომ მინდა დავიწყო ამ ურთიერთობების თავიდან აღდგენა."

სასამართლოს დასრულებისა და გამამრთლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა:

"ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემ შვილთან არ მქონია ურთიერთობა ბოლო ორი წელია, ამ პროცესების გამო, ამიტომ მინდა დავიწყო ამ ურთიერთობების თავიდან აღდგენა. გაციებული ურთიერთობების გამოსწორება ჩემი ნაბიჯი იქნება ეს.

როგორც თავიდან, საქმის დაწყებიდან აღვნიშნე არ მინდა საჯაროდ ნეგატიური განცხადებების გაკეთება. პირველ რიგში ის ყველა შემთხვევაში არის ლუკასის დედა ამიტომ ჩემთვის ბავშვი არის მთავარი. არ მინდა პირადზე ვისაუბრო, დავლაგდები გადავხარშავ ცოტას და შემდეგ. მე ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას,ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის, ამიტომ ძალიან გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ დადგა სამართლიანი გადაწყვეტილება.

ვნერვიულობდი, ზოგადად ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე ცხოვრებაში მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩემი ხმა იყო გაშვებული სატელევიზიო სივრცეში ძალიან არასწორად და ამან იმოქმედა ჩემზე. შინაარსი არ ემსახურებოდა სიმართლეს. ამდენი ცრუ ბრალდება ძალიან რთული ასატანი იყო და ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა“, - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა