Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

რატი იონათამიშვილი ანა აბაშიძეზე - იმ ადამიანს, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ამომრჩეველს სიძულვილის ენით მიმართავს, გაგვიჭირდება მხარი დავუჭიროთ

ნახვები: 503 რატი იონათამიშვილი ანა აბაშიძეზე - იმ ადამიანს, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ამომრჩეველს სიძულვილის ენით მიმართავს, გაგვიჭირდება მხარი დავუჭიროთ

ცხადია, იმ ადამიანს, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ამომრჩეველს სიძულვილის ენით მიმართავს, გაგვიჭირდება მხარი დავუჭიროთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტზე სახალხო დამცველობის კანდიდატის, ანა აბაშიძის მოსმენის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, იონათამიშვილი ამბობს, რომ ვიდრე ყველას არ მოუსმენენ, პერსონალიებზე საუბარი სწორად არ მიაჩნია.

"მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა დააკვირდეს თითოეულ კანდიდატს ან გასაუბრების პროცესს და ჩვენ თითოეულ კანდიდატს ცხადია, თანაბარ პირობებს შევუქმნით, რომ წარმოაჩინონ საკუთარი ხედვა და კონცეფციები. ცხადია, უცვლელი რჩება მთავარი კრიტერიუმები, რაც მიუკერძოებლობასა და კვალიფიკაციასთან არის დაკავშირებული და ჩვენი კითხვები სწორედ ამ კრიტერიუმების შეფასებისკენ იქნება მიმართული. ცალკეულ პერსონალიებზე ვფიქრობ, არ არის მიზანშეწონილი საუბარი, სანამ ყველას არ მოვუსმენთ. თუმცა, ცხადია, იმ ადამიანს, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ამომრჩეველს სიძულვილის ენით მიმართავს, გაგვიჭირდება მხარი დავუჭიროთ", - განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისათვის, ადამიანის უფლებათა კომიტეტზე სახალხო დამცველობის კანდიდატს ანა აბაშიძეს მოუსმინეს. დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებმა მას ძველი განცხადებები შეახსენეს და ამ კონტექსტსში კითხვები პოლიტიკურ მიუკერძოებლობაზე დაუსვეს.

"თქვენ კი ბრძანეთ თქვენი სიტყვის დასასრულს, არაფერს ვნანობ, რაც გამიკეთებიაო, მაგრამ მე მგონი, უნდა გენანებოდეთ, რომ მაგალითად, გაქვთ ასეთი გამონათქვამი, ბიოდეგრადირებული ნაგავი ხართო, ეუბნებით „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს. საჯარო სივრცეში გაქვთ ნათქვამი, იქ მსჯელობთ, პოლიეთილენი უფროა ალბათო, რადგან ნეშომპალაც არ გამოვა თქვენგანო, იმ ხალხს არ გაუჭირდება მოსვლა და თავისუფლების დასაცავად ომბუდსმენის ინსტიტუტისთვის მიმართვა?“ - განაცხადა სარჯველაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ანა აბაშიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კონტექსტი.

„მოდი დაშვება გავაკეთოთ, რომ მივმართე და არ გეგონოთ, რომ ამას არ ვპასუხობ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მნიშვნელოვანია კონტექსტი. ჩემი სამართლებრივი პროცესების გამო, ათასობით ადამიანმა წააგო საქმე, მათ მოუწევთ ჩემთან მოსვლა, გაუჭირდებათ მოსვლა? თუ ადამიანი როდესმე სახელმწიფო თანამდებობაზე იფიქრებს, თვითცენზურა უნდა დაიწესოს, რაც წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლებასთან,"- განაცხადა აბაშიძემ.

მოგვიანებით მან მედიასთანაც გააკეთა ამ საკითხზე კომენტარი და აღნიშნა, რომ ეთიკურობის ნაწილში კრიტიკას მიიღებს, მაგრამ "ყველამ მიიღოს კრიტიკა, როცა ხანდახან ნებსით თუ უნებლიედ ლეგალიზებას ვუკეთებთ ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზიანებას".

„ადამიანების სიცოცხლე იყო რისკის წინაშე და თუ თქვენ მთხოვთ, რომ ეთიკურობა იყოს მთავარი კრიტერიუმი, მაშინ გეტყვით, რომ ჩვენ აგვერია ღირებულებები,"- განაცხადა აბაშიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა