კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ზურაბ აზარაშვილი კითხვაზე, რატომ ვერ დაინახა მთავრობამ ალიევისა და ზურაბიშვილის შეხვედრის აუცილებლობა - იმ შეხვედრას, სხვათა შორის, მეც არ ვესწრებოდი და არც მთავრობის ბევრი წევრი

ნახვები: 514 ზურაბ აზარაშვილი კითხვაზე, რატომ ვერ დაინახა მთავრობამ ალიევისა და ზურაბიშვილის შეხვედრის აუცილებლობა - იმ შეხვედრას, სხვათა შორის, მეც არ ვესწრებოდი და არც მთავრობის ბევრი წევრი

იმ შეხვედრას, სხვათა შორის, მეც არ ვესწრებოდი და არც მთავრობის ბევრი წევრი, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა კითხვას, რატომ ვერ დაინახა მთავრობამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის აუცილებლობა.

„ასეთი დონის შეხვედრებზე პროტოკოლით რაც არის გათვალისწინებული იმის მიხედვით ხდება სტუმრების დაპატიჟებაც და შეხვედრების გამართვაც. ალბათ აქედან გამომდინარე იყო, რომ არ ესწრებოდა. იმ შეხვედრას, სხვათა შორის, მეც არ ვესწრებოდი და არც მთავრობის ბევრი წევრი“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ არ ყოფილა ინფორმირებული. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, "სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა" და სალომე ზურაბიშვილი გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა