პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ლევან ბეჟაშვილი - ლუსტრაცია იქნება კენჭისყრები, თუ რამდენად გულწრფელია „ქართული ოცნება" საკუთარ განაცხადში, რომ არ სურთ ომბუდსმენის კანდიდატის დაბლოკვა და ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს დაუჭერენ მხარს

ნახვები: 465 ლევან ბეჟაშვილი - ლუსტრაცია იქნება კენჭისყრები, თუ რამდენად გულწრფელია „ქართული ოცნება" საკუთარ განაცხადში, რომ არ სურთ ომბუდსმენის კანდიდატის დაბლოკვა და ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს დაუჭერენ მხარს

პარლამენტში მიდის ღია პროცესი, რომელიც საზოგადოებას აჩვენებს და თვითლუსტრაციას ახდენს როგორც კანდიდატების, ასევე მმართველი ძალის, თუ რა ინტერესები აქვს მას რეალურად - კიდევ ერთი ლუსტრაცია იქნება კენჭისყრები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც სახალხო დამცველის არჩევის პროცესთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კენჭისყრა გამოაჩენს, რამდენად გულწრფელია „ქართული ოცნება" საკუთარ განაცხადში, რომ მზად არის ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს დაუჭიროს მხარი.

„ბუნებრივია, არის გარკვეულად, მიუღებელი კითხვებიც, მაგრამ არის პასუხებიც, სადაც ჩანს, რომ კანდიდატები ართმევენ თავს ამ უხერხულ კითხვებს და საკმაოდ კარგ პასუხებსაც სცემენ.

ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი ლუსტრაციის ფაქტი იქნება კენჭისყრები, თუ რამდენად გულწრფელია "ქართული ოცნება" საკუთარ განაცხადში, რომ არ სურთ სახალხო დამცველის კანდიდატის დაბლოკვა და ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს დაუჭერენ მხარს. ამ შემთხვევაში, გამოჩნდება ის კანდიდატურაც, რომელიც რეალურად „ქართული ოცნების" ინტერესებისთვის შეიძლება იყოს შემოტანილი,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" მიერ კანდიდატებისთვის მათ პოსტებთან დაკავშირებული კითხვების დასმას, ბეჟაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, იყოს უხერხული და არაკორექტული კითხვებიც, მაგრამ ამაში პრობლემას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ „კენჭისყრის პროცედურები კიდევ ერთ ლუსტრაციას მოახდენს".

„მე ვერ ვხედავ პრობლემას, რადგან როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები სვამენ უხერხულ კითხვებს, შეიძლება არაკორექტულსაც, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებიც ვსვამთ აქტუალურ საკითხებზე კითხვებს. მთავარი ეს არ არის, მთავარი არის, რომ რა პოლიტიკური მოტივაციით ხდება ამ კითხვების დასმა და კანდიდატებზე პოლიტიკური წნეხის მოხდენა. მთავარი არის ის, რომ კენჭისყრების პროცესი გამოავლენს რამდენად გულწრფელია "ქართული ოცნება" წინასწარ გაცხადებულ საკითხში, რომ მხარს დაუჭერენ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისათვის, „პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წევრების მიერ სახალხო დამცველობის კანდიდატებისთვის კრიტიკული განცხადებების გახსენება გზავნილია ყველასთვის, რომ თუ ოდესმე რაიმე თანამდებობის დაკავებას გადაწყვეტს, მას მისი კრიტიკული განცხადებები წინ დახვდება.

„ისეთი ადამიანის ყოფნა სახალხო დამცველის თანამდებობაზე, რომელიც სრულიად სტერილურია მიმდინარე მოვლენების, მათ შორის პოლიტიკური მოვლენების მიმართ და არასდროს ჰქონია კრიტიკული მოსაზრება, რომლის გამოხატვის სურვილიც გასჩენია საჯაროდ, ცოტა არ იყოს საშიში ფენომენი მგონია,"- აღნიშნა ლომჯარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა