კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დმიტრო კულება - ომი გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც უკრაინის გამარჯვებას დასჭირდება

ნახვები: 461 დმიტრო კულება - ომი გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც უკრაინის გამარჯვებას დასჭირდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს რომელიმე სხვა ქვეყნის ომთან არ შეადარებს, რათა ომის ხანგრძლივობა განსაზღვროს.

„მაგრამ სინამდვილეში ეს ომი გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც უკრაინის გამარჯვებას დასჭირდება და რაც აუცილებლად იქნება“, – განაცხადა კულებამ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა უკრაინელებს მზად იყვნენ, რომ ომის მოგებას დრო დასჭირდება.

„რამდენი? – კვირა, თვე, ნახევარი წელი, წელი, უცნობია. ამიტომ არ ღირს დედლაინების დაწესება, რომ მაგალითად, ზამთრამდე დასრულდება ან გაზაფხულამდე“, – აღნიშნა კულებამ.

კულებას თქმით, ომის დასაწყისში, პირველივე კვირას უკრაინელების მიერ გამოჩენილი წინააღმდეგობის შემდეგ მსოფლიო ლიდერებმა უკრაინელი ხალხის ირწმუნეს. მანამდე კი მსოფლიოში თვლიდნენ, რომ უკრაინა რუსეთის ზეწოლას ამდენი დღის განმავლობაში ვერ გაუძლებდა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღიარა, რომ ცდებოდა მაშინ, როდესაც ფიქრობდა, რომ მოსკოვი ომს შეწყვეტდა, როცა რუსეთის მსხვერპლის რიცხვი 10 ათასს გადასცდებოდა. კულებას თქმით, პუტინს სხვების სიცოცხლე არ ადარდებს.

„სხვათა შორის დააკვირდით ევროპელი, ამერიკელი ლიდერების მიმართვებს. ბოლო პერიოდია ხშირად ამბობენ, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ომის დასაწყისში, პირველ თვეებში ეს ასე არ იყო“, – განაცხადა კულებამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა