კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პაატა მანჯგალაძე: ბიძინა ივანიშვილს არანაირი თანამდებობა არ აქვს

ნახვები: 511 პაატა მანჯგალაძე: ბიძინა ივანიშვილს არანაირი თანამდებობა არ აქვს

ბიძინა ივანიშვილს არანაირი თანამდებობა არ აქვს, მაგრამ ჰომეინივით, სასულიერო ლიდერის ავტორიტეტის ფუნქციების მატარებელია , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპელი პარტნიორები სკეპტიკურად უყურებენ პროცესს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს და აღნიშნავენ, რომ ფორმალური ცვლილებები რეკომენდაციების შესრულებად ვერ ჩაითვლება.

„ოლიგარქიასთან დაკავშირებულ კანონზე არა მარტო საქართველოს მიმართ, უკრაინული კანონის მიმართაც აქვთ შენიშვნები ევროკომისიას. საქართველოსთან მიმართებით პირდაპირ საუბრობენ, რომ ეს კანონი აცდენილია რეალობას, ვერ აზღვევს იმ რისკებს, რაც საქართველოშია. ერთი ადამიანის ოლიგარქიულ მმართველობას ეწირება ქვეყნის ინტერესი, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, აქვთ შენიშვნები. ფორმალურად, რა თქმა უნდა, ივანიშვილი გასულია ყველანაირი სივრციდან, არანაირი თანამდებობა არ აქვს, მაგრამ ჰომეინივით, სასულიერო ლიდერის ავტორიტეტის ფუნქციების მატარებელია. ევროპელები გვეუბნებიან, რომ ფორმალურად მიღებულ კანონებს ვერ ჩათვლიან რეკომენდაციების შესრულებად,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს. მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონის პროექტზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა