კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვლადიმერ პუტინი - ყარაბაღის კონფლიქტი ოდესღაც უნდა დასრულდეს, ნიკოლ ფაშინიანს ამის პოლიტიკური ნება აქვს

ნახვები: 536 ვლადიმერ პუტინი - ყარაბაღის კონფლიქტი ოდესღაც უნდა დასრულდეს, ნიკოლ ფაშინიანს ამის პოლიტიკური ნება აქვს

ყარაბაღის კონფლიქტი ოდესღაც უნდა დასრულდეს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ამის პოლიტიკური ნება აქვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

მან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ლიდერების რამდენიმე დღის წინ გამართულ ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვხედავთ ჩვენი კოლეგების მიდგომას იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და ყარაბაღის გარშემო. ეს კონფლიქტი უკვე ათობით წელია გრძელდება, ასე რომ, ოდესღაც უნდა დასრულდეს, ეთანხმებით ამას? ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ამის პოლიტიკური ნება და ჩვენ მას ყველანაირად ვუჭერთ მხარს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ახლა და შემდეგ სამმხრივ ფორმატში უნდა ვიპოვოთ ის ძირითადი მომენტები, რომლებიც მოგვცემს წინსვლის საშუალებას“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

სოჭში ვლადიმერ პუტინისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა. დღესვე სოჭში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების სამმხრივი შეხვედრაც გაიმართება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა