პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

გიორგი ვაშაძე:ყველა, ვინც პრაიმერისის იდეას ეწინააღმდეგება, არის კულუარების მომხრე

ნახვები: 578 გიორგი ვაშაძე:ყველა, ვინც პრაიმერისის იდეას ეწინააღმდეგება, არის კულუარების მომხრე

ყველა, ვინც პრაიმერისის იდეას ეწინააღმდეგება არის კულუარების მომხრე - მომხრე იმისა, ვიღაცა ვიღაცასთან წავიდეს, ჩააწყოს და ვიღაცასთან დალაგდეს - ჩვენ ეს არ გვინდა! - ამის შესახებ ჟურნალისტებს “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

როგორც ვაშაძემ განმარტა, პრაიმერისის გამართვის იდეა “სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიციატივა არ არის.

ვაშაძის თქმით, ეს არის პარტიების გარეთ წამოყენებული ინიციატივა, რომელსაც ასევე დადებითად აფასებს “გირჩი - მეტი თავისუფლება“ და “დროა“.

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის შეფასებით, პრაიმერისი ერთიანობის გარანტორი იქნება, რაც პროევროპულ ძალებს გამარჯვებას მოუტანს.

მისივე თქმით, პირველი ნაბიჯები გაერთიანებისკენ გადადგმულია.

“დღეს, ისე როგორც არასდროს, პროევროპულ ფლანგზე ერთიანობა გვჭირდება. ძალაუფლება პრორუსულ უმცირესობას აქვს მიტაცებული, რომელიც ქვეყანას პროევროპული ფასადით მართავს. როცა ასე მივდივართ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ. კანდიდატის სტატუსის მისაღებად პროევროპულ ფლანგზე ერთიანობა გვჭირდება.

ერთიანობა რომ შედგეს, ამისთვის აუცილებელია ამ ერთიანობაში ხალხის ხმა იყოს გადამწყვეტი. თუ ჩვენ პოლიტიკურ კულუარებს არ მოვსპობთ, ყველა ერთიანობა შეუმდგარი იქნება.

ერთიანობის წესებს ღია და გამჭვირვალე პროცედურები სჭირდება. პრაიმერისი ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას ამ ერთიანობაში, თუ ვის რა პოზიციები აქვს, ვის რა ძალა და ხმა აქვს, იღებს ხალხი და არა პოლიტიკური კულუარები.

ჩვენ დასავლურ სტანდარტებს ვემხრობით როგორც პოლიტიკურ, ასევე ქვეყნის მართვის პროცესში - ვამბობთ, დაე ხალხმა გადაწყვიტოს ვის ვინ უნდა იყოს, ვინ სად უნდა იყოს - ეს არის ხალხსა და გამარჯვებაზე ორიენტირებული გზა.

ჩვენთვის - “სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ პარტიული ინტერესი არის უკან და გაცილებით წინ არის ქვეყნისა და ხალხის ინტერესი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა