კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გედევან ფოფხაძე:ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის

ნახვები: 524 გედევან ფოფხაძე:ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის

პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს ეზოში აქციის გამართვის მოწოდებით გამოვიდა. მისივე განცხადებით, მოსამართლეებმა გვარამიას პატიმრობაში დატოვებით სისხლისსამართლებრივი დანაშაული ჩაიდინეს.

"ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ ნიკა გვარამიას და საქართველოს თავისუფლებისთვის. ყველას გთხოვთ, სასამართლოს ეზოში მიზანმიმართულად დავარღვიოთ ადმინისტრაციული კოდექსი და გავმართოთ მიტინგი, პროტესტის ნიშნად, ვიდრე ისინი არ აღკვეთენ ამ მიტინგს. არ გვაქვს მორალური უფლება დღეს პროტესტის გარეშე წავიდეთ და სახლში ჩვენს ემოციებთან დავრჩეთ. სათქმელი უნდა ითქვას დღეს ამ ეზოში და არა სხვაგან," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ამ მოწოდების შემდეგ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მოსამართლეების გადაწყვეტილების შესახებ მედიასთან განცხადებები გააკეთეს. სასამართლოს ეზოში კვლავ რჩებიან პოლიტიკოსები, ნიკა გვარამიას ახლობლები, ოჯახის წევრები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა