თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი ქადაგიშვილი - ის, რომ ვიღაცას უფლება აქვს გაძარცვოს ტელევიზია და ამაზე კანონი არ რეაგირებდეს, არ მგონია, ევროპული ან ამერიკული მიდგომა იყოს

ნახვები: 488 ირაკლი ქადაგიშვილი - ის, რომ ვიღაცას უფლება აქვს გაძარცვოს ტელევიზია და ამაზე კანონი არ რეაგირებდეს, არ მგონია, ევროპული ან ამერიკული მიდგომა იყოს

ის, რომ ვიღაცას უფლება აქვს გაძარცვოს ტელევიზია და ამაზე კანონი არ რეაგირებდეს, არ მგონია, რომ არის ევროპული ან ამერიკული მიდგომა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ნიკა გვარამიას პატიმრობასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს და ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლება თვითონ იღებს გადაწყვეტილებას.

„შეშფოთება მესმის, მაგრამ ამავდროულად, გვინდა გვესმოდეს კონკრეტული ფაქტები, რით არის ეს შეშფოთება გამოწვეული. ის, რომ ვიღაცას უფლება აქვს უკანონოდ მიიტაცოს, გაძარცვოს ტელევიზია და ფინანსები გადმოქაჩოს და ამაზე კანონი არ უნდა რეაგირებდეს, არ მგონია, რომ ეს არის ევროპული ან ამერიკული მიდგომა. ზოგადად შემაშფოთებელია, როცა მედიაში ასეთი ამბები ხდება, მაგრამ არსებობს კიდევ ამ ქვეყანაში კანონიც და სასამართლოც,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული ევროკავშირი ამ საქმეს ყურადღებით აკვირდება.

ამასთან, ევროკომისია მიუთითებს, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს“.

აშშ- ის საელჩოს განცხადების თანახმად კი, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდადების აღქმაც კი ასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცავების, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა