კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბადრი ჯაფარიძე - თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება არის სწორი, ეს ნაბიჯი უფრო ადრეც უნდა გადაედგა

ნახვები: 356 ბადრი ჯაფარიძე - თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება არის სწორი, ეს ნაბიჯი უფრო ადრეც უნდა გადაედგა

თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება არის სწორი, რადგან ისეთი ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რაც ვნახეთ, ეს ნაბიჯი მას უფრო ადრეც უნდა გადაედგა, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ თამარ ჟვანიას ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან გადადგომაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს შანსი, რომ ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე კონსენსუსით აირჩიონ და პოლიტიკური ძალები საერთო კანდიდატზე შეთანხმდნენ.

„ჩვენ ახლა უნდა ვიზრუნოთ, რომ მართლაც ისეთი თავმჯდომარე იყოს არჩეული, რომელიც შეძლებს, თვითმმართველობის არჩევნების იმგვარად ჩატარებას, რომ წლევანდელმა არჩევნებმა რეალური შედეგი მოგვცეს და ადამიანების ხმის მიტაცება არ მოხდეს.

არსებობს შანსი, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე კონსენსუსით ავირჩიოთ, ანუ, 2/3-ის მხარდაჭერა მიიღო, მაგრამ ამისთვის საჭიროა კანდიდატი შერჩეული იყოს ფართო კონსენსუსის საფუძველზე, მათ შორის სამოქალაქო სექტორის ჩართულობით და წარმოდგენილი იყოს ისეთი პიროვნება, რომელსაც ექნება სათანადო რეპუტაციაც, იქნება დამოუკიდებელი, ექნება ყველა პროფესიული თვისება, რაც საჭიროა თავმჯდომარისთვის. ამ შემთხვევაში დიდი შანსი იქნება, ასეთ კანდიდატს მხარი დავუჭიროთ", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებოდა დატოვა.

პარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ დამტკიცებული „საარჩევნო კოდექსის" გათვალისწინებით, ცესკო-ს თავმჯდომარეს, პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი ხმების ორი მესამედით ირჩევს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა