თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი ზარქუა - ევროპარლამენტის რეზოლუციაში შესწორებები შეაქვთ „ნაცმოძრაობის“ ფასიან ლობისტებს: ფოტიგებს, კუბილიუსებს, გრეგოროვას - „გიჟი ჯაფარა“ რომ დარბის ჩვენთან ეულად, ამ კონტინგენტის ხალხია

ნახვები: 504 ირაკლი ზარქუა - ევროპარლამენტის რეზოლუციაში შესწორებები შეაქვთ „ნაცმოძრაობის“ ფასიან ლობისტებს: ფოტიგებს, კუბილიუსებს, გრეგოროვას - „გიჟი ჯაფარა“ რომ დარბის ჩვენთან ეულად, ამ კონტინგენტის ხალხია

თურმე პოლიტპატიმრები გვყავს და კეზერაშვილი უსამართლოდ იდევნება. ეს შესწორებები შეაქვთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ფასიან ლობისტებს და ხელმოცარულ პოლიტიკოსებს: ფოტიგებს, კუბილიუსებს, მგონი გრეგოროვასაც - „გიჟი ჯაფარა“ რომ დარბის ჩვენთან ეულად, ამ კონტინგენტის ხალხია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ელოდება თუ არა მმართველი გუნდი კრიტიკულ რეზოლუციას.

ზარქუა მიიჩნევს, რომ ჩამოთვლილ ევროპარლამენტარებს მათ ქვეყნებში 1 %-იანი მხარდაჭერაც არ აქვთ.

„მორიგ რეზოლუციას რაც შეეხება, იცით, რომ შესწორებები შევიდა და აბა თუ გამოიცნობთ, ვინ არიან ამ შესწორებების ავტორები, ეს არის ქალბატონი რასა, ბატონი კუბილიუსი, ფოტიგა და ძმანი და დანი მისნი. რა შესწორებებია - თურმე საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები, თურმე ხელისუფლება დევნის პოლიტიკოსებს, აბა თუ გამოიცნობთ ვის? - კეზერაშვილს. საქართველოს მოსახლეობის ალბათ, 100 %-მა იცის, რას წარმოადგენს კეზერაშვილი. რეზოლუციაში შეტანილია, რომ თურმე უსამართლოდ იდევნება, მილიონები არ მოუპარავს, ჩვენი თავდაცვა, ჯარისკაცები არ გაუძარცვავს და ეს ადამიანი თითქოს გულწრფელი, კეთილშობილია და საქართველოს ხელისუფლება დევნის. ასეთი შესწორებებია შესული და ეს შესწორებები შეაქვთ მათ, ვინც დაგისახელეთ - ფასიან ლობისტებს, „ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს“ საგარეო ფრონტზე - ფოტიგები, კუბილიუსები, მარკეტაც არის მგონი გრეგოროვა და ასეთი ხელმოცარული პოლიტიკოსები, რომლებსაც თავიანთ ქვეყნებში ერთი პროცენტი მხარდაჭერა არ აქვთ. როგორც ჩვენთან „გიჟი ჯაფარა“ დარბის მარტო, ეულად, დაახლოებით ამ კონტინგენტის ხალხზე გვაქვს საუბარი. უბრალოდ, არიან იქ, სადაც არიან რაღაც პერიოდით - ევროპარლამენტში და მორჩა, შემდეგში ან იქნებიან ან არა, სავარაუდოდ, არ იქნებიან, რადგან ასეთი დამოკიდებულებით, ასეთი უსამართლობით შეუძლებელია კვლავ მოხვდნენ ევროპარლამენტის წიაღში,“ - განაცხადა ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა