კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - არის „გლობალური ომის პარტია“, რომლის წარმომადგენლებიც ოდიოზური ევროპარლამენტარები არიან - მათი ერთადერთი მიზანია, საქართველოში გამოიწვიონ ის, რაც უკრაინაში ხდება

ნახვები: 421 ირაკლი კობახიძე - არის „გლობალური ომის პარტია“, რომლის წარმომადგენლებიც ოდიოზური ევროპარლამენტარები არიან - მათი ერთადერთი მიზანია, საქართველოში გამოიწვიონ ის, რაც უკრაინაში ხდება

არის “გლობალური ომის პარტია”, რომლის წარმომადგენლები არიან ოდიოზური ევროპარლამენტარები და მათ ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, რომ საქართველოში გამოიწვიონ ის პროცესები, რაც დღეს, სამწუხაროდ, უკრაინაში წარიმართება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში კრიტიკული შესწორებების შეფასებისას განაცხადა, რომელსაც დღეს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი განიხილავს.

როგორც კობახიძემ განმარტა, რეზოლუციის პირველადი ტექსტი დაბალანსებულია და ასახავს საქართველოს პროგრესს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით, თუმცა კონკრეტული „ოდიოზური ევროპარლამენტარები“ ცდილობენ „აბსოლუტურად არარელევანტური და სიმართლეს აცდენილი ცვლილებების შეტანას“.

„ამ ადამიანებს აქვთ პირდაპირი კავშირი იმ საერთო კოორდინაციასთან, რომლის მიზანია საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღება და ეს მცდელობებიც ამ ყველაფერს უკავშირდება. ერთ-ერთი შესწორება, რომელიც არის ინიცირებული ამ ოდიოზური ევროპარლამენტარების მიერ, უკავშირდება იმას, რომ საქართველომ არ დაუწესა რუსეთს სანქციები. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ესეც არის მორიგი ნაბიჯი,რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ჩათრევას იმ ომში, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები, ჩვენს საზოგადოებას აქვს საკუთარი პრიორიტეტები და ვერანაირი ასეთი მცდელობა ჩვენ ამ გზიდან ვერ გადაგვახვევინებს“,- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, უნდა იქნას თუ არა მისი განცხადება აღქმული ისე, რომ რიგ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის მცდელობა აქვთ, ქვეყნის გარეთ საკუთარი მოკავშირეები ჰყავთ, კობახიძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამგვარი რესურსი არ აქვს.

„რეალურად, “ნაცმოძრაობას“ ქვეყნის გარეთ არ ჰყავს მოკავშირეები, ეს ადამიანები არიან ერთმანეთის მოკავშირეები და გამგები გაიგებს, რასაც ვგულისხმობ ამაში. რა თქმა უნდა, ისინი „ნაცმოძრაობის“ არანაირი ლობისტები არ არიან, არანაირი რესურსი „ნაცმოძრაობას“ არ აქვს იმის, რომ მათ ასეთ დონეზე საგარეო ფლანგზე იმუშაონ. რეალურად, ისინი არიან ერთმანეთის მოკავშირეები, უფრო მეტად „ნაცმოძრაობა“ არის ამ ხალხის მოკავშირე, ვიდრე ისინი „ნაცმოძრაობის“ მოკავშირეები, გამგები გაიგებს ამ ყველაფერს“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი დღეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს განიხილავს. ტექსტში რამდენიმე ცვლილებაა შესული. კერძოდ, ევროპარლამენტარებმა ანა ფოტიგამ, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ და ასიტა კანკომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოამზადეს შესწორება, სადაც გამოხატულია შეშფოთება არსებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ „რუსი ხალხი და ორგანიზაციები, სავარაუდოდ, იყენებენ საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისთვის“. ამავე ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ კიდევ ერთ ცვლილებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა.ამასთან, ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა