თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ელენე ხოშტარია - ევროპარლამენტი „ქართულ ოცნებას“ ეუბნება: „არ გაგივათ ჩვენთან თამაში, არ ვაპირებთ, რომ თქვენი ტყუილები კიდევ „ვჭამოთ“

ნახვები: 401 ელენე ხოშტარია - ევროპარლამენტი „ქართულ ოცნებას“ ეუბნება: „არ გაგივათ ჩვენთან თამაში, არ ვაპირებთ, რომ თქვენი ტყუილები კიდევ „ვჭამოთ“

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში იმ რეგრესზეა საუბარი, რომელიც ქვეყანაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შექმნა.

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ოპოზიციამ და საზოგადოებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ეს ხელისუფლება შეცვალოს.

„ეს არის პირველი ოფიციალური წერილობითი დოკუმენტი იმ პროცესში, როდესაც ჩვენ ველოდებით შეფასებებს ევროკავშირის მხრიდან, სადაც საუბარია არა თუ წარმატებასა და პერსპექტივაზე, არამედ უკუსვლაზე და რეგრესზე. ასევე ხაზი მინდა გავუსვა, რომ არცერთი საკითხი არ არის დაკავშირებული რაიმე სახის რთული რეფორმების გატარებასთან. კერძოდ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ნებასა და სურვილზე დამოკიდებული, რომ ევროპას დავუახლოვდეთ. მაგალითად, ნიკა გვარამიას გამოშვებას დღეს უნდა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ნება, სასამართლო რეფორმას უნდა პროპაგანდასთან წინააღმდეგობა, რაც ასევე დოკუმენტში არის აღნიშნული. უკრაინის მხარდაჭერას და იმას, რომ არ მოხდეს სანქციებისგან თავის არიდება, უნდა მხოლოდ პოლიტიკური ნება. ამიტომ, უნდა გვესმოდეს, რომ ამ ხელისუფლებას ეს პოლიტიკური ნება არ აქვს. პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენ და კონსოლიდირებულად შევცალოთ ეს ხელისუფლება“, - განაცხადა ხოშტარიამ.

როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტში მკაფიოდ არის ნახსენები „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმე, ასევე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა და ის, რომ რეგრესია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.

„ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებას“ ეუბნება, არ გაგივათ ჩვენთან თამაში! თუ თქვენ შიდაპოლიტიკურად თამაშობდით, რომ არ იცით, ვინ არის ოლიგარქი, არ გაგივათ! ჩვენ არ ვაპირებთ, რომ თქვენი ტყუილები კიდევ „ვჭამოთ“. რას გააკეთებს „ქართული ოცნება“? არაფერს, რადგან არ უნდათ. ამიტომ, ჩვენი ამოცანა არის, თავი კი არ მოვიტყუოთ, რომ გავაკეთებინებთ იმით, რომ მწვავედ ვიტყვით რამეს პარლამენტში ან პარლამენტს გარეთ, არამედ, ჩვენი ამოცანა არის მოვახდინოთ სრული კონსოლიდაცია ყველა იმ პროდასავლურ ძალასთან, რომელიც არის უმრავლესობაში ამ ქვეყანაში და ეს ხელისუფლება შევცვალოთ, რაც არის ევროპული არჩევანის პირველი წინაპირობა. არ გამოდის ოლიგარქია ევროპულ პერსპექტივასთან ერთად, ამიტომ კონსოლიდაციის მთავარი ამოცანა არის ხელისუფლების ცვლილება“,-განაცხადა ხოშტარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა