კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ბეჟაშვილი - სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტის სიმწვავეს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დროის გაწელვაზე ვიფიქროთ - მნიშვნელოვანია პარტიამ მიიღოს ახალი ლეგიტიმაცია

ნახვები: 464 ლევან ბეჟაშვილი - სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტის სიმწვავეს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დროის გაწელვაზე ვიფიქროთ - მნიშვნელოვანია პარტიამ მიიღოს ახალი ლეგიტიმაცია

სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტის სიმწვავეს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დროის გაწელვაზე ვიფიქროთ - მნიშვნელოვანია პარტიამ მიიღოს ახალი ლეგიტიმაცია , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მისი თანაგუნდელების აკაკი მინაშვილის და სოფო ჯაფარიძის განცხადებებს, რომ მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რთულია, შიდა არჩევნების ჩატარების მოთხოვნა უცნაურია.

ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პარტიაში, მის მხარდამჭერებსა და პარტნიორებში დეზორიენტაციის პრობლემა დგას. დეპუტატის თქმით, ასეთ დროს ახალი ლეგიტიმაციის მიღება ამომრჩევლისგან კარგი გამოსავალია და რაც უფრო დაჩქარდება ეს, მით უფრო ძლიერი გამოვა პარტია პოლიტიკურ ასპარეზზე.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტის სიმწვავეს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დროის გაწელვაზე ვიფიქროთ, მნიშვნელოვანია პარტიამ მიიღოს ახალი ლეგიტიმაცია, რადგან დღეს დეზორიენტირებულია პარტიის ბიუროკრატიაც, "ლიდერშიპიც", აპარატის თანამშრომლებიც, მხარდამჭერებიც და ასევე, ჩვენი პოლიტიკური პარტნიორებიც.

მნიშვნელოვანია, რომ პარტიამ დროზე მოახდინოს კონსოლიდაცია და ეს უნდა მოხდეს ახალი ლეგიტიმაციის მიღებით, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის პროცესის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესიდან პარტია კიდევ უფრო ძლიერი გამოვიდეს. ვფიქრობ, რომ პარტიის "ლიდერშიპს", ყველას გვჭირდება ახალი ლეგიტიმაცია ჩვენი მხარდამჭერებისგან, ეს გადაწყვეტს დეზორიენტაციის პრობლემას,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას ითხოვს. კერძოდ, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები მოითხოვენ, პარტიის პოლიტსაბჭო და სამდივნო ხელახლა დაკომპლექტდეს და ახალი თავმჯდომარე აირჩეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა დავით კირკიტაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პარტიაში მსჯელობა მიმდინარეობდა და მისი ინფორმაციით, შიდა არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი არავინ არის. ნადირაძის ბრიფინგს გამოეხმაურნენ პარტიის წევრები აკაკი მინაშვილი და სოფო ჯაფარიძეც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რთულია, შიდა არჩევნების ჩატარების ინიციატივა "ცოტა უცნაურია". მათივე ინფორმაციით, შიდა არჩევნების ჩატარების ინიციატივა ნიკა მელიას ეკუთვნოდა, თუმცა, მისი ჩატარება მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ განიხილებოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა