კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში, 60 წელს გადაცილებული პირები აუზების და ფიტნეს დარბაზების უფასოდ სარგებლობის გარდა, სიმღერის და ხატვის გაკვეთილებზეც დადიან

ნახვები: 458 თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში, 60 წელს გადაცილებული პირები აუზების და ფიტნეს დარბაზების უფასოდ სარგებლობის გარდა, სიმღერის და ხატვის გაკვეთილებზეც დადიან

თბილისის მერიის პროგრამა „60+ კლუბის“ ფარგლებში, სიმღერის გაკვეთილზე 60 წელს გადაცილებული 30 ადამიანი დადის, სპორტულ ვარჯიშზე 25, ხატვის გაკვეთილზე კი 33.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, მონაწილეებისთვის აქტივობები თითოეულ დისციპლინაში ტარდება კვირაში ორჯერ.

რაც შეეხება დედაქალაქის მერიის კიდევ ერთ პროექტს, რომელიც აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების უფასოდ სარგებლობას გულისხმობს, ბოლო მონაცემების თანახმად, აღნიშნული პროგრამით 326 პირი სარგებლობს.

უფრო კონკრეტულად, გლდანის სპორტულ ცენტრში 186 მოქალაქეა რეგისტრირებული, თემქის სპორტულ ცენტრში კი 140.

ინფორმაციისთვის, თბილისის მერია პროგრამის – „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნესდარბაზების მომსახურებას დააფინანსებს. პროგრამა პირველ ეტაპზე, 2023 წლის პირველ იანვრამდე, ორ მუნიციპალურ სპორტულ ცენტრში განხორციელდება.

რაც შეეხება „60+ კლუბს“, „60+ კლუბი“, მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში (ვაჟა ფშაველას გამზ. N99) მდებარეობს და წევრებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00- დან 19:00 საათამდე ემსახურება. მსურველებს რეგისტრაციის გავლა ადგილზე შეეძლებათ. როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ თბილისის მუნიციპალური სერვისია და განკუთვნილია 60 წლის და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ, გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა