კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბადრი ჯაფარიძე - ჩვენი ამოცანაა შეირჩეს ცესკო-ს ისეთი თავმჯდომარე, რომელიც ისარგებლებს ნდობით - კონსენსუსი შესაძლებელია, თუ პროცესი იქნება გამჭვირვალე და საზოგადოება იქნება მასში ჩართული

ნახვები: 294 ბადრი ჯაფარიძე - ჩვენი ამოცანაა შეირჩეს ცესკო-ს ისეთი თავმჯდომარე, რომელიც ისარგებლებს ნდობით - კონსენსუსი შესაძლებელია, თუ პროცესი იქნება გამჭვირვალე და საზოგადოება იქნება მასში ჩართული

ჩვენი ამოცანაა შერჩეული იქნას ცესკო-ს ისეთი თავმჯდომარე, რომელიც ისარგებლებს დიდი საზოგადოებრივი ნდობით - კონსენსუსი აბსოლუტურად შესაძლებელია, თუკი პროცესი იქნება გამჭვირვალე და საზოგადოება იქნება მასში ჩართული,- ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თამარ ჟვანიას გადადგომა საარჩევნო პროცესისადმი ნდობის გაზრდას ხელს შეუწყობს.

„თამარ ჟვანიამ გადადგა სწორი ნაბიჯი, ეს ხელს შეუწყობს ნდობის ამაღლებას საარჩევნო და წინასაარჩევნო პროცესის მიმართ, რადგან ჟვანიას ხელმძღვანელობით ჩატარდა ოქტომბრის არჩევნები და ის შეფასებულ იქნა, როგორც ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარებული არჩევნები. ამიტომ, ეს ნაბიჯი არის სწორი. ახლა ჩვენ გვაქვს პროცესი განსაზღვრული შარლ მიშელის დოკუმენტით, თუ როგორ უნდა შეირჩეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ახალი თავმჯდომარის არჩევისთვის საჭიროა პარლამენტის წევრთა 2/3- ის მხარდაჭერა. შესაბამისად, კანდიდატურა, რომელიც იქნება შერჩეული უნდა აკმაყოფილებდეს ძირითად კრიტერიუმებს: მაღალი რეპუტაცია, დამოუკიდებლობა, სამოქალაქო სექტორის ჩართულობა მისი შერჩევის პროცესში და ჩვენი ამოცანაა შერჩეული იქნას ისეთი თავმჯდომარე, რომელიც ისარგებლებს დიდი საზოგადოებრივი ნდობით. კონსენსუსი აბსოლუტურად შესაძლებელია, თუკი პროცესი იქნება გამჭვირვალე და საზოგადოება იქნება მასში ჩართული,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა