კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რატი იონათამიშვილი ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე - სამკაციანი პარტიები კიდევ გვინახავს ქართულ პოლიტიკაში, თუმცა სამკაციანი კოალიცია პირველად ვნახეთ

ნახვები: 469 რატი იონათამიშვილი ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე - სამკაციანი პარტიები კიდევ გვინახავს ქართულ პოლიტიკაში, თუმცა სამკაციანი კოალიცია პირველად ვნახეთ

,,სამკაციანი პარტიები კიდევ გვინახავს ქართულ პოლიტიკაში, თუმცა სამკაციანი კოალიცია პირველად ვნახეთ. ფაქტია, რომ მათ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ, რადგან უკიდურესი რადიკალიზაციით გამოირჩევიან“, - ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას განცხადებაზე, რომ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ქუდზე კაცი ქუჩაში უნდა გამოვიდეს.

როგორც რატი იონათამიშვილმა განაცხადა, კანდიდატის სტატუსის არმინიჭებით, ქვეყნის შიგნით და გარეთ, ომის პარტიებს ქაოსის გამოწვევა სურთ, თუმცა მათ საზოგადოებამ სათანადო პასუხი გასცა.

,,ერთი მხრივ, საერთოდ არ არიან ჩართული სამუშაო პროცესში, ისინი საკუთარი ნებით გაიქცნენ პარლამენტიდან და ახლა მათგან საუბარი 12 პუნქტის არშესრულებაზე ყველაზე დაბალ პოლიტიკურ სტანდარტსაც სცდება. მაგრამ არიან რიგი ძალები ვისაც სურთ, რომ კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენონ საქართველოში მუდმივი რყევებისთვის და ამით დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. მათ ეს გეგმა ჰქონდათ ზაფხულში, როდესაც ასევე კანდიდატის სტატუსის თემით უნდოდათ არეულობა და ქაოსი გამოეწვიათ, მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ მათ მტკიცე უარი უთხრა. როგორც ჩანს, „ომის პარტიებს“ ქვეყნის შიგნით და გარეთ, არც იმის რესურსი არ აქვთ, რომ ამ შეცდომებზე გამოიტანონ დასკვნები, შესაბამისად, მათი ეს ზრახვები ახლაც უშედეგო იქნება,’’ - განაცხადა იონათამიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა