კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ზურაბ ჯაფარიძე:წარმოდგენა არ მაქვს, "ნაცმოძრაობაში" თავმჯდომარის შეცვლის შემდეგ მოხდება თუ არა გაერთიანება

ნახვები: 460 ზურაბ ჯაფარიძე:წარმოდგენა არ მაქვს, "ნაცმოძრაობაში" თავმჯდომარის შეცვლის შემდეგ მოხდება თუ არა გაერთიანება

სამუშაოა და საბოლოო ჯამში ყველა ერთობამდე მივალთ. სხვა ფორმულას ვერავინ დადებს და ვერ იტყვის, რომ ესაა ივანიშვილის დამარცხების გზა. არ არსებობს ასეთი ფორმულა , - ამის შესახებ “გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სადაც ევროინტეგრაციის საკითხებზე „სტრატეგია აღმაშენებელთან“ და „დროასთან“ ერთად მსჯელობენ.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, უახლოესი გეგმაა, რომ ეს შეხვედრები ღია პლატფორმად გადაკეთდეს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პროცესში ჩართვის საშუალება მისცეს.

რაც შეეხება კითხვას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და იმაზე, ვინ არის ერთობის წინააღმდეგი, ჯაფარიძე ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიების ნაწილი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ და„ლელო“ ერთობის წინააღმდეგნი არ არიან, თუმცა, ერთობის ფორმასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.

"მე არ ვაკეთებ კომენტარს სხვა პარტიებში მიმდინარე მოვლენებზე. არ მგონია, რომ ეს ჩემი საქმე იყოს. მე მჯერა, რომ საბოლოო ჯამში ერთობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს სისტემა დავამარცხოთ და ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპული განვითარების გზას. შესაბამისად, ვიმუშავებთ და დაველაპარაკებით ყველას. ამ ერთობას ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს. ერთობის გარეშე არაფერი გამოვა. ვიდრე ხელისუფლებაში "ქართული ოცნებაა", საქართველოს არ უწერია ერთი ნაბიჯით წინ ევროპისკენ და დასავლეთისკენ. წარმოდგენა არ მაქვს, "ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის შეცვლის შემდეგ მოხდება თუ არა გაერთიანება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ერთიანობისკენ უნდა ვიმოძრაოთ. მე არ ვიცი პარტიაში როგორ დალაგდებიან საბოლოო ჯამში, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ დიდი ერთობა შეიქმნას "ნაციონალური მოძრაობის" ჩათვლით, რა თქმა უნდა. მათთან კომუნიკაცია სულ გვაქვს. მე არ მსმენია ნიკა მელიასგან რომ ის გაერთიანების წინააღმდეგია. მისი კრიტიკა, რაც მომისმენია, მხოლოდ გაერთიანების კონკრეტულ გზებთან მიმართებაშია, მაგალითად, პრაიმერისთან მიმართებაში აქვს კითხვები. ამიტომ ასე ვერ იტყვით, რომ ვინმე წინააღმდეგია ერთობის. ამ წუთში რაღაც თვალსაზრისით "ლელოც" წინააღმდეგია ერთობის, თუმცა, "ლელოს" ლიდერებსაც რომ მოუსმინოთ, ისინიც რაღაც ტიპის ერთობის მხარდამჭერები არიან, ოღონდ ფორმას სხვას ფიქრობენ. სამუშაოა და საბოლოო ჯამში ყველა ერთობამდე მივალთ. სხვა ფორმულას ვერავინ დადებს და ვერ იტყვის, რომ ესაა ივანიშვილის დამარცხების გზა. არ არსებობს ასეთი ფორმულა. ეს შეხვედრები არ არის მარტო პარტიების ამბავი. უახლოესი გეგმაა, რომ ეს გადაკეთდეს და გახდეს ღია პლატფორმა, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ისეთ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი თავის ცდა უნდათ პოლიტიკაში მიეცემათ საშუალება ჩაერთონ ამ პროცესში. მათ შორის იმ პროცესში, რომ ადამიანებს გააგებინონ - "ქართული ოცნების" პირობებში ეს 12 პუნქტი არ შესრულდება. გავა კიდევ ერთი წელი და ისევ უარს გვეტყვიან. ადამიანები გასაღვიძებლები არიან და ამაში მონაწილეობა ყველამ, უნდა მივიღოთ. ვაპირებთ გაფართოებას", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა