კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დმიტრო კულება ხერსონის გათავისუფლებაზე - ჩვენ ვიგებთ ბრძოლებს, მაგრამ ომი გრძელდება

ნახვები: 553 დმიტრო კულება ხერსონის გათავისუფლებაზე - ჩვენ ვიგებთ ბრძოლებს, მაგრამ ომი გრძელდება

ჩვენ ვიგებთ ბრძოლებს, მაგრამ ომი გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კამბოჯაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტზე განაცხადა, როდესაც მან ხერსონის გათავისუფლებაზე კომენტარი გააკეთა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს სამიტის ფარგლებში შეხვედრა არ უთხოვია.

„თუ ის ამას გააკეთებს, ყურადღებით განვიხილავთ თხოვნას“, - განაცხადა კულებამ და დასძინა, რომ რუსეთი ამ შემთხვევაში მოლაპარაკებებს კეთილსინდისიერად უნდა მიუდგეს.

„არ არსებობს არც ერთი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი გულწრფელად აწარმოებს მოლაპარაკებებს. მაგიდასთან ლამაზი ფოტოსთვის დაჯდომა - ეს უკვე იყო, გავაკეთეთ, გამოვცადეთ", - აღნიშნა კულებამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა