კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იან ლიპავსკი - ევროკომისიამ დააწესა პირობები, ახლა საქართველომ უნდა აჩვენოს პროგრესი

ნახვები: 533 იან ლიპავსკი - ევროკომისიამ დააწესა პირობები, ახლა საქართველომ უნდა აჩვენოს პროგრესი

ევროკომისიამ დააწესა პირობები, რომლებიც შეთანხმებულია ევროპული საბჭოს მიერ. ახლა საქართველომ უნდა აჩვენოს პროგრესი, ეს საქართველოს გასაკეთებელია და ის უნდა იყოს აქტიური, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომელმაც უპასუხა კითხვას, „როგორ აფასებს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას“.

მისივე თქმით, ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში ყოფნა, რასაც მტკიცედ უჭერენ მხარს.

„ევროკომისიამ დააწესა პირობები, რომლებიც შეთანხმებულია ევროპული საბჭოს მიერ. ახლა საქართველომ უნდა აჩვენოს პროგრესი, ეს საქართველოს გასაკეთებელია და ის უნდა იყოს აქტიური. სხვა მხრივ, ხმამაღლა ვაუბრობ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. ქართველ ხალხს სურს, იყვნენ ევროკავშირში, იყვნენ ევროპული საზოგადოების ნაწილი. ამას ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს“, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა