კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სარჯველაძე: არავითარი საფუძველი არ აქვს ოპოზიციას იმის, თითქოს ოლიგარქია უკრაინაში ან უკრაინულად სხვა რამეს ნიშნავს და საქართველოში და ქართულად სხვა რამეს

ნახვები: 439 მიხეილ სარჯველაძე: არავითარი საფუძველი არ აქვს ოპოზიციას იმის, თითქოს ოლიგარქია უკრაინაში ან უკრაინულად სხვა რამეს ნიშნავს და საქართველოში და ქართულად სხვა რამეს

„დეოლიგარქიზაციის თაობაზე უკრაინასაც აქვს რეკომენდაცია და მოლდოვასაც, ერთი სხვაობით, იმ სახელმწიფოს, რომელსაც მიღებული ჰქონდა ე.წ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი მასთან მიმართებაში ევროკომისიამ გასცა რჩევა, რომ ემუშავათ ამ კანონის იმპლემენტაციაზე.  აქვე ვიტყვი, რომ არავითარი საფუძველი არ აქვს ოპოზიციას იმის საყიჟინოდ, რომ თითქოსდა ოლიგარქია უკრაინაში ან უკრაინულად სხვა რამეს ნიშნავს და საქართველოში და ქართულად სხვა რამეს", - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

 

მისი თქმით, სწორედ, ოპოზიციის მეცადინეობით მოხვდა ე.წ 12 წინაპირობის ფარგლებში დეოლიგარქიზაციის შესახებ პუნქტიც და საქართველომ ახლა უნდა გადადგას ნაბიჯები რათა დაარწმუნოს ევროკომისია ამავე მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების სერიოზულობაში.

„შეგახსენებთ მათ, ვისაც შეიძლება არ ახსოვდეს, მაგალითად ურსულა ფონ დერ ლაიენის  შეფასებას უკრაინის კანონთან დაკავშირებით, რომელიც მან გამოთქვა მიმდინარე წლის 17 ივნისს ასოცირებული ტრიოს სამივე სახელმწიფოს მიმართებაში ევროპულ პერსპექტივებზე საუბრისას. ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა - „რაც შეეხება ოლიგარქებს, უკრაინამ ძალიან გაბედული კანონი მიიღო ამ მიმართულებით. ეს არის ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთ  სამეზობლოში, რომელმაც ეს გააკეთა" - და ამის შემდეგ საქართველოს ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლების გაკრიტიკებას იმის გამო, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი ე.წ. დეოლიგარქიზაციის წინაპირობის შესასრულებლად ევროკომისიის პრეზიდენტისგან და ზოგადად ევროკომისიისგან  ცალსახად დადებითად შეფასებული დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონი, მისი ძირითადი პრინციპები,  საქართველომ აიღო სამუშაო ვერსიად, ის მიუსადაგა ქართულ სამართლებრივ სისტემას და შესთავაზა პარლამენტს განსახილველად.

 

 საზოგადოებას მინდა ვთხოვო დავუშვათ, რომ წარმოიდგინოთ უკრაინული პროექტის ბაზაზე რომ არ დაეწყო მუშაობა საქართველოს, რამდენჯერ იტყოდა ამ შემთხვევაში ოპოზიცია, მაგალითად, ასეთ ფრაზებს - რა საჭიროა ველოსიპედის გამოგონება, ხელისუფლებას თითქოსდა, რომ არ უნდა რეალური ნაბიჯების გადადგმა და ა.შ.  მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია დავსვათ კითხვა - განა თავად ევროკომისია არ იქნება გაკვირვებული და უკმაყოფილო იმ შემთხვევაში, თუკი დეოლიგარქიზაციის  მიმართულებით ევროკომისიის დასარწმუნებლად გადადგამს არ იმ ნაბიჯებს, რასაც ევროკომისია თვითონ იწონებს.  ეს არავის ეგონოს ოპოზიციის უბრალო უპრინციპობა. ეს არის მხოლოდ იმ შიშით გამოწვეული, რომ  რეალურად ეს კანონი დისკომფორტს შეუქმნის ყველას, ვისაც ექნება ოლიგარქობის  განზრახვა და ოპოზიცია ძალიან კარგად, ცხადად ხვდება, რომ ოლიგარქობის მსურველთა რიგი, ნამდვილი ოლიგარქების სილუეტები მხოლოდ მათ მხარეს, მათ  ზურგსუკან ფიქსირდება და არა ხელისუფლებისა", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა