სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

რომან გოცირიძე გახარიაზე - ვის უნდა მასთან ალიანსი?! ეს იცით როგორ არის? - რესტორანში სუფრა რომ იყოს გაშლილი, იდგე გარეთ, წვიმაში ატუზული და იძახდე: არავითარ შემთხვევაში არ შევალ! ვინ გეპატიჟება?!

ნახვები: 313 რომან გოცირიძე გახარიაზე - ვის უნდა მასთან ალიანსი?! ეს იცით როგორ არის? - რესტორანში სუფრა რომ იყოს გაშლილი, იდგე გარეთ, წვიმაში ატუზული და იძახდე: არავითარ შემთხვევაში არ შევალ! ვინ გეპატიჟება?!

გახარიას ხმა მაშინ უნდა ამოეღო ხმა, როცა ხელისუფლებაში ყოფნის დროს თვითონ იყო მჩაგვრელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

გოცირიძის თქმით, გახარიას მართლა დევნიან, რაც გამოწვეულია შიდა კონკურენციით და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის წინააღმდეგობით. ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, დღეს ბრძოლა ივანიშვილის კარზე ადგილების მოსაპოვებლად მიდის, „რის გამოც ერთმანეთს ჭამენ".

„ბატონ გახარიას გონება ახლა გაუნათდა! როცა პრემიერ - მინისტრი იყო, გონება დაბნელებული ჰქონდა თუ ატყუებდნენ?! როცა ამბობს, რომ თურმე სუს-ი უთვალთავლებს და გასაქანს არ აძლევს, ცუდია ხომ?! მაგრამ თვითონ რომ სუს-თან ერთად დარბოდა ზუგდიდში და პოლიციისა და სუს-ის ძალებით საარჩევნო პროცესზე ზემოქმედებას ახდენდა, ეს ვინ იყო - ის სუს-ი არ იყო, რომელიც ახლა მას სდევნის? მან ძალიან კარგად იცის, რას აკეთებდა ხელისუფლება არჩევნების დროს და რას აკეთებდა თვითონ. ძალიან კარგად გვახსოვს კერზაიას საქმე", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძე „სასაცილოს" უწოდებს გიორგი გახარიას განცხებას იმის თაობაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსს გამორიცხავს.

„ჯერ ერთი, ვის უნდა მასთან ალიანსი?! ეს იცით როგორ არის? - რესტორანში სუფრა რომ იყოს გაშლილი, იდგე რესტორნის გარეთ, წვიმაში ატუზული და იძახდე: არავითარ შემთხვევაში არ შევალ! ვინ გეპატიჟება?! იდექი წვიმაში და სუსხში და კარგად გაიგე, რა არის „ქართული ოცნება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა