კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კახა ოქრიაშვილი - დღეს ეს კალაძე ქართველებს მასწავლებლად მოგვევლინა

ნახვები: 560 კახა ოქრიაშვილი - დღეს ეს კალაძე ქართველებს მასწავლებლად მოგვევლინა

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

„გამოვიდა კალაძე და ჭკუას ასწავლის საზოგადოებას და ოპოზიციას, თან დამცინავად რადიკალურ ოპოზიციასაც არქმევს. ეს ის კალაძეა, რომელმაც 20 წუთში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი ავტოგოლი შეუგდო, რომლის ხელმძღვანელობით, მერია კორუფციაში იხრჩობა და შედეგად, ვაკის პარკში მოზარდი გარდაიცვალა. ეს ის კალაძეა, რომელსაც არანაირი განათლება და კომპეტენცია არ გააჩნია.

დღეს ეს კალაძე ქართველებს მასწავლებლად მოგვევლინა. ამგვარი მასწავლებლები არც წარსულში და არც ახლა მოდაში არ არიან. სამაგიეროდ, კალაძე არაფერს ამბობს, როცა რუსეთის მოქალაქე დედას გვაგინებს მარჯანიშვილის მოედანზე, არაფერს ამბობს, როცა ქართველ ჟურნალისტს მანქანით ეჯახებიან. შედეგად, მოხდა საზოგადოების ქოც-ნაწილის „ვაზელინიზაცია“ (როცა შეურაცხყოფას გაყენებენ და შენ ამას ირგებ) და ამ ნაწილს პროტესტი არ გააჩნია რუსეთის ქმედებებზე საქართველოში. აი, ეს არის „ოცნების“ მმართველობის შედეგი და თურმე, ასეთ კაცს რაღაც რეიტინგი აქვს „ოცნების“ ამომრჩეველში.

მე არ ვარ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და მისი მმართველობის დროს, ბევრი რამ მომწონდა (ეკონომიკა) და ბევრსაც ვერ ვეგუებოდი (უსამართლობა), მაგრამ ამ რუსს, რომელიც მარჯანიშვილზე გვაგინებდა, დარწმუნებული ვარ, პირადად აგებინებდა პასუხს.

კახი, მოგიწევს პასუხების გაცემა კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით - ვერ გაექცევი პასუხისმგებლობას!“ - აცხადებს ოქრიაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა