კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაუბრუნდეს იმ ხალხს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია „ვარდების რევოლუციის“ იდეალები-ლევან ხაბეიშვილმა პარტიის თავჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა

ნახვები: 468 ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაუბრუნდეს იმ ხალხს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია „ვარდების რევოლუციის“ იდეალები-ლევან ხაბეიშვილმა პარტიის თავჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა

ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ამის შესახებ ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩემმა მეგობრებმა, თანამებრძოლებმა რამდენიმე დრის წინ გაახმოვანეს და მოითხოვეს „ნაციონალური მოძრაობაში“ შიდადემოკრატიული არჩევნები, სადაც მხარდამჭერების მიერ არჩეული უნდა იყოს ახალი თავმჯდომარე. მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეას მხარი დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, საკრებულოს წევრებმა და ასევე მხარი დაუჭირა რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების დიდმა ნაწილმა. არჩევნების მზაობა გამოთქვა პარტიის ხელმძღვანელმა, რაც მისასალმებელი და მნიშვნელოვანია. რამდენიმე დღიანი კონსულტაციის შედეგად ჩემს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა. ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ „ნაციონალური მოძრაობის გასაძლიერებლად“, - აცხადებს ხაბეიშვილი.

მისივე შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაუბრუნდეს იმ ხალხს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია „ვარდების რევოლუციის“ იდეალები.

„ვიღებ გამოწვევას, რომ დაბრუნდეს ძლიერი, აქტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და შესაბამისად, დაბრუნდეს რეალური, უკომპრომისო მებრძოლი ოპოზიცია ქართულ პოლიტიკაში. ჩემი მიზანია „ნაციონალური მოძრაობა“ დავუბრუნო იმ ხალხს ვისაც ეს ეკუთვნის - მის ამომრჩეველს, მხარდამჭერებს და ყველას, ვისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ რუსი ოლიგაქრის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მთავარი პლატფორმა და შესაძლებლობაა. „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაუბრუნდეს იმ ხალხს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია „ვარდების რევოლუციის“ იდეალები, იმ ადამიანებს, ვინც უამრავი წნეხის, დევნის მიუხედავად არ შეუშინდა არაფერს და მზად არის თავი გაწიროს ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის, ვის მაგალითსაც ჩვენი სამხედროები უკრაინაში მთავარი მტრის, პუტინის რუსეთის წინააღმდეგ ყოვედღიურად გვაჩვენებენ. მინდა ხელი გავუწოდო ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა, ერთობა, ვისაც ცვლილებების, გაძლიერების სურვილი აქვს და უნდა, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს რუსი ოლიგარქის, კრიმინალური რეჟიმის დამარცხებაში“, - აცხადებს ხაბეიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა