კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიკა მელია - ხვალ ჩვენ კვლავ ველოდებით ძალიან მკაცრ და შინაარსიან რეზოლუციას, რომელიც მთლიანობაში ასახავს ოლიგარქი ივანიშვილის შექმნილ რეალობას საქართველოში

ნახვები: 550 ნიკა მელია - ხვალ ჩვენ კვლავ ველოდებით ძალიან მკაცრ და შინაარსიან რეზოლუციას, რომელიც მთლიანობაში ასახავს ოლიგარქი ივანიშვილის შექმნილ რეალობას საქართველოში

„ევროპის სახალხო პარტიის" პოლიტიკურ ასამბლეაზე მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიიჩნევს, რომ რეზოლუცია, რომელიც ხვალ უნდა მიიღონ, იქნება მკაცრი და "ოლიგარქი ივანიშვილის შექმნილ რეალობას ზუსტად გადაიტანს დოკუმენტში".

"ვიმყოფები ლისაბონში, ევროპის ყველაზე მსხვილი პოლიტიკური პარტიის, “ევროპის სახალხო პარტიის” პოლიტიკურ ასამბლეაზე. ენმ არის ამ პოლიტიკური ოჯახია წევრი.

აქ, ევროპაში, ყოველდღე, ყველა შეხვედრაზე, მათ შორის ერთმანეთისგან განსხვავებული ყველა პოლიტიკური ჯგუფი აღნიშნავს ერთის მხრივ იმ უკუსვლას, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების გადამკიდე ჩვენს ქვეყანას აქვს ევროინტეგრაციის კურსის მიმართულებით, მაგრამ მეორეს მხრივ, ერთხმად აღნიშნავენ იმ ნებასა და მისწრაფებას, რომელიც ქართველ ხალხს აქვს - გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

ხვალ, დღის ბოლოს ჩვენ კვლავ ველოდებით ძალიან მკაცრ და შინაარსიან რეზოლუციას, რომელიც მთლიანობაში ასახავს ოლიგარქი ივანიშვილის შექმნილ რეალობას საქართველოში.

ვფიქრობ, ხვალინდელი რეზოლუცია, რომელსაც ვიმედოვნებ, აბსოლუტური მხარდაჭერა ექნება წევრი სახელმწიფოების მხრიდან, კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე დაადასტურებს დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოების დამოკიდებულებას ივანიშვილის ოლიგარქატის მიმართ"- აღნიშნა მელიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა