კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიების შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ტერიტორიას ტოვებენ

ნახვები: 428 „თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიების შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ტერიტორიას ტოვებენ

„თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიების დასრულების შემდეგ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილმა შენობა უკვე დატოვა.

მათ პოლიციის მიერ მოწყობილი სპეციალური კორიდორის საშუალებით დატოვეს ტერიტორია.

ამასთან, გრძელდება „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებისა და მხარდამჭერების შენობიდან ეტაპობრივად გამოყვანა.

პარალელურად, მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები.

შეგახსენებთ, ტერიტორიასთან ახლოს, სადაც პრაიდის კვირეულის პირველი ღონისძიება იმართებოდა, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ულტრანაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები ღონისძიების მონაწილეების მისამართით კვერცხებს ისროდნენ.

პოლიციამ ცოტა ხნის წინ, „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგე კიდევ რამდენიმე პირი დააკავა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგე 12 პირი იყო დაკავებული.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა