კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიკა მელია - „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იყო, არის და იქნება საქართველოს თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრაცია

ნახვები: 602 ნიკა მელია - „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იყო, არის და იქნება საქართველოს თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრაცია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალის უმთავრესი პრიორიტეტი იყო, არის და იქნება საქართველოს თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრაცია; პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება და მისი გადაყვანა დასავლურ სამედიცინო დაწესებულებაში; ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და მედიის თავისუფლება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე და ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება.

„გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ „რუსი ოლიგარქის დეპუტატების გამონათქვამები კრემლის სახელმძღვანელოდან გადმოღებულს ჰგავს“. მათ კრემლის სახელმძღვანელოდან გადმოღებული აქვთ არა მხოლოდ გამონათქვამები, ჩემი ღრმა რწმენით, არამედ, მათი ყველა ქმედება ნაკარნახევია სწორედ კრემლიდან და მათი ყოველი ნაბიჯი მიმართულია უკან, რუსულ იმპერიულ წიაღში დასაბრუნებლად. ბრიუსელში შეხვედრები მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლებთან, საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და ევროპარლამენტის ყველაზე დიდი ფრაქციების ხელმძღვანელებთან. ჩვენი ევროპელი მეგობრები სრულად იზიარებენ ჩვენს სწრაფვას დასავლეთისკენ და გვეხმარებიან, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს დასავლური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. დღეს, ევროპელ მეგობრებს აქვთ ერთიანი პოზიცია, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის კანდიდატობის რეკომენდაციებს.

ლისაბონში ჩატარდა ყველაზე დიდი სახალხო პარტიის პოლიტიკური ასამბლეა, რომელმაც მიიღო რეზოლუცია, სადაც აღნიშნულია - საქართველოს ხელისუფლება უგულებელყოფს ევროკომისიის 12 რეკომენდაციას და აფერხებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას; ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა საქართველოში; მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და გადაყვანილ იქნას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ხოლო ნიკა გვარამია უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს - ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ხელისუფლება მიტაცებულია და მტკიცედ არის დაფიქსირებული ურყევი პოზიცია ოლიგარქ ივანიშვილის დასანქცირების შესახებ. ამ ვიზიტის დროს ჩვენ კიდევ ერთხელ თვალნათლივ დავინახეთ ერთადერთი დაბრკოლება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. ამ აზრს ასევე იზიარებენ ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, სადაც ორი დღის წინ უზარმაზარ უკუსვლად შეაფასეს პროცესები და საუბარი დაიწყეს საქართველოსთან მიმართებაში სტრატეგიის გადახედვის მიზანშეწონილობაზე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალის უმთავრესი პრიორიტეტი იყო, არის და იქნება საქართველოს თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრაცია; პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება და მისი გადაყვანა დასავლურ სამედიცინო დაწესებულებაში; ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და მედიის თავისუფლება. თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე და ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით“, - განაცხადა მელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა