თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მიხეილ სარჯველაძე:ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია ასე გამოიყურება - უნდათ, ისეთი კანონპროექტი წარმოადგინონ, რომელზეც იციან, რომ წარუმატებლობისთვის განწირულია

ნახვები: 497 მიხეილ სარჯველაძე:ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია ასე გამოიყურება - უნდათ, ისეთი კანონპროექტი წარმოადგინონ, რომელზეც იციან, რომ წარუმატებლობისთვის განწირულია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დეოლიგარქიზაციის შესახებ ინიცირებული კანონპროექტი პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც აბსოლუტურად გაუმართავია.

როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილს პრობლემას არ უქმნის, თუმცა მცდელობაა, რომ “მართლაც ოლიგარქიული მმართველობის პოლიტიკოსებს მოსალოდნელი წნეხი შეუმსუბუქონ”.

„ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია ასე გამოიყურება - უნდათ, ისეთი კანონპროექტი წარმოადგინონ, რომელზეც იციან, რომ წარუმატებლობისთვის განწირულია, რადგან სამართლებრივი თვალსაზრისით გაუმართავი და დაუხვეწავია. რაც შეეხება მათ შორს მომავალ ხედვასა და გეგმას - მათი სურვილია, რომ 12 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ასახული საკითხი დეოლიგარქიზაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა არ შესრულდეს და რეალურად ნაბიჯები არ გადაიდგას. ესაა მათი მთავარი ამოცანა და საზრუნავი.

ეს კანონპროექტი ბევრი თვალსაზრისით, როგორც პოლიტიკურად, ისე სამართლებრივად აბსოლუტურად გაუმართავია. არავის ეგონოს, რომ ეს კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილს რამე პრობლემას შეუქმნის - ეს საკითხი უპერსპექტივოა, თუმცა მცდელობებია, რომ გარკვეული თვალსაზრისით მართლაც ოლიგარქიული მმართველობის პოლიტიკოსებს შეუმსუბუქონ მათთვის მოსალოდნელი გარკვეული წნეხი და სირთულეები, რაც შესაძლოა, დეოლიგარქიზაციის საკითხზე მუშაობამ მათ შეუქმნას“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ პროექტის საკუთარი ვარიანტი წარუდგინა.

„ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ“ - ასე ეწოდება საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ბიუროს 21 ნოემბრის სხდომაზე დაინიცირდება.

„ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეთავაზებული პროექტის თანახმად, ოლიგარქი არის პირი, რომელიც აკმაყოფილებს სულ მცირე სამ შემდეგ პირობას და ახორციელებს ზეგავლენას საჯარო უფლებამოსილების ორგანოებზე ან მათ თანამდებობის პირებზე:

ა) პირდაპირ ან ირიბად ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას;

ბ) მისი ოჯახის წევრები ან დაკავშირებული პირები, მის მფლობელობაში არსებულ

იურიდიულ სუბიექტებში დასაქმებული პირები იკავებენ სახელმწიფო-პოლიტიკურ,

პოლიტიკურ ანდა სახელმწიფო თანამდებობებს;

გ) პირდაპირ ან ირიბად (მათ შორის მისი გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციის

მეშვებით) ახორციელებს მნიშვნელოვან ზეგავლენას მედია მომსახურების საშუალებებზე;

დ) წარმოადგენს საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრეს სამეწარმეო საქმიანობის

სუბიექტის, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არის ბუნებრივი

მონოპოლიები სუბიექტი ან უკავია დომინანტური (მონოპოლიური) მდგომარეობა

ბაზარზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) პირის ანდა სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მფლობელი პირის

დადასტურებული აქტივები აღემატება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,35%, ანდა

მას, მისი ოჯახის წევრებს და დაკავშირებულ პირებს საკუთრებაში აქვთ საქართველოს

მიწის რესურსის 7%-ზე მეტი.

ვ) სანქცირებულია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის და

ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს, ამ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ან

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა