კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სარჯველაძე:კომიტეტი სახალხო დამცველობის ყველა იმ კანდიდატს დაუჭერს მხარს, ვინც კანდიდატურა არ მოხსნა და გასაუბრების პროცესში მონაწილეობა მიიღო

ნახვები: 492 სარჯველაძე:კომიტეტი სახალხო დამცველობის ყველა იმ კანდიდატს დაუჭერს მხარს, ვინც კანდიდატურა არ მოხსნა და გასაუბრების პროცესში მონაწილეობა მიიღო

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, კომიტეტი სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილ ყველა იმ კანდიდატს დაუჭერს მხარს, ვინც კანდიდატურა არ მოხსნა და გასაუბრების პროცესში მონაწილეობა მიიღო. კანდიდატებს კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ეყრება კენჭი.

„ამჟამად მიმდინარეობს პოლიტიკური კონსულტაციები იმის გასარკვევად, თუ რომელ კანდიდატს შეიძლება ჰქონდეს 90 ხმის მიღების პოტენციალი. იმისთვის, რომ პროცესს ხელი არ შეეშალოს, გადავწყვიტეთ, რომ ყველა კანდიდატს, ვინც კომიტეტმა განიხილა და ვინც მონაწილეობა მიიღო პროცესში, მხარი დავუჭიროთ და საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პლენარულ სხდომას დავუტოვოთ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს 19 კანდიდატურა წარედგინა. მათგან სამმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, ხოლო ერთ-ერთმა კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა გასაუბრების პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა და პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე არ მივიდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა