თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პარტიის წევრების მხრიდან მერაბიშვილის, კეზერაშვილის, ახალაიას თუ ადეიშვილის კნინობით ფორმაში მოხსენიება „ქოცურ“ ნარატივს ჰგავს

ნახვები: 549 ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პარტიის წევრების მხრიდან მერაბიშვილის, კეზერაშვილის, ახალაიას თუ ადეიშვილის კნინობით ფორმაში მოხსენიება „ქოცურ“ ნარატივს ჰგავს

მნიშვნელოვანია, ახალი ლეგიტიმაციის პროცესში ახალი ხედვა ვეძებოთ და პარტიის წევრებს საშუალება მიეცეთ, მომავლისკენ გავიხედოთ. „ქოცური“ ნარატივია, როცა სახელმწიფოს მუდმივად წარსულში აცხოვრებ, წარსულზე მუდმივი დავით, აწმყოსაც ვკარგავთ და მომავალსაც, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილი ვითარება მეტწილად განპირობებულია იმ სიტუაციით, რომელიც ბოლო პერიოდში იყო შექმნილი.

„იყო მითქმა-მოთქმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობასთან და უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით, როგორც პარტიის წევრების, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ. „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ დიდი იყო მოლოდინი და ყველას სურდა უფრო მეტი აქტივობა. შესაბამისად, ახალი ლეგიტიმაცია და ახალი გამოსავალია საჭირო, რომ ახალი ლიდერები წარდგნენ, ახალი ლეგიტიმაციით აიღონ პასუხისმგებლობა და თანამედროვე გამოწვევებს უპასუხონ. რაც შეეხება კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, სამივე ბანაკიდან შეიძლება კონკრეტული გვარების ამოკითხვა, რაც არასწორი იქნება, რადგან ნებისმიერი გვარი და ყოფილი თანამდებობის პირი, ეს იქნება მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ახალაია თუ ადეიშვილი, ამ გვარებზე აპელირება და კნინობით ფორმაში მოხსენიება არამართებულია. ეს ადამიანები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ისტორია, მეტწილად კარგი ისტორია, ბევრი წარმატების და ბევრი შეცდომების ისტორიაც, რომლისგანაც ჩვენ ვერ გავთავისუფლდებით. პარტიის წევრების მხრიდან ამაზე საუბარი უფრო „ქოცურ“ ნარატივს ჰგავს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ახალი ლეგიტიმაციის პროცესში ახალი ხედვა ვეძებოთ და პარტიის წევრებს საშუალება მიეცეთ, მომავლისკენ გავიხედოთ. „ქოცური“ ნარატივია, როცა სახელმწიფოს მუდმივად წარსულში აცხოვრებ, წარსულზე მუდმივი დავით, აწმყოსაც ვკარგავთ და მომავალსაც“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა