თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

კახა კალაძე - არავის სურს არამხოლოდ მესამე პრეზიდენტის, არამედ არც ერთი პატიმრის სიკვდილი - შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ ყველა პატიმრის სიცოცხლე იყოს დაცული

ნახვები: 489 კახა კალაძე - არავის სურს არამხოლოდ მესამე პრეზიდენტის, არამედ არც ერთი პატიმრის სიკვდილი - შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ ყველა პატიმრის სიცოცხლე იყოს დაცული

არავის სურს არამხოლოდ მესამე პრეზიდენტის, არამედ არც ერთი პატიმრის სიკვდილი. ჯანმრთელობის უსაფრთხოება, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ყველა პატიმრის შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მას არ სურს პრეზიდენტი ციხეში გარდაიცვალოს.

კითხვაზე, ელოდება თუ არა იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს ზურაბიშვილის გადასაწყვეტია.

„არ ვიცი, ვერ გეტყვით, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია. პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანს, რომელსაც ბრალი მიუძღვის და ჩადენილი აქვს დანაშაული კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, ჩემი პოზიციაა, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და როდესაც ხარ პოლიტიკაში, ხარ პოლიტიკოსი, მითუმეტეს ქვეყნის პირველი პირი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაქვს. ძალიან სამწუხაროა ის წლები, რა ხდებოდა ქვეყანაში თავისუფლების, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების მიმართ, რა ვითარება იყო, როგორი დამოკიდებულება ბიზნეს სექტორის და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. ეს ძალიან მძიმე იყო და მე მგონია, რომ ყველამ, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგოს“, - აცხადებს კალაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა