კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც შეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალური, სისხლიანი რეჟიმის დასრულება - ეს არის ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საჩუქარი

ნახვები: 507 კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც შეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალური, სისხლიანი რეჟიმის დასრულება - ეს არის ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საჩუქარი

ბატონი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც თავისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით შეძლო იმ კრიმინალური, სისხლიანი რეჟიმის დასრულება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა და ეს არის ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საჩუქარი ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან უპასუხა დასმულ კითხვას არის თუ არა მისთვის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, რაზეც აღნიშნა, რომ ივანიშვილმა ქვეყნაში ბევრი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა.

„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მე გეტყვით ჩემ დამოკიდებულებას, ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი სიკეთე გაუკეთა ჩვენ ქვეყანას. ძალიან ბევრი პროექტის ჩამოთვლა შემიძლია, რომელიც ამ ადამიანმა საქველმოქმედო პროექტების სახით განახორციელა ქვეყანაში. ეს არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში ის უანგაროდ ეხმარებოდა ჩვენ ქვეყანას, ხალხს. საქველმოქმედო ფონის „ქართუს“ მიერ აღდგა ძალიან ბევრი ისტორიული შენობა-ნაგებობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ძალიან ბევრი სკოლა, საბავშვო ბაღი, კონკრეტული პროექტები განხორციელდა. არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ამასთან დაკავშირებით თქვენ გაქვთ ინფორმაცია და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას შეგიძლიათ სიმართლე უთხრათ. ამავდროულად, ბატონი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც თავისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით შეძლო იმ კრიმინალური, სისხლიანი რეჟიმის დასრულება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა და ეს არის ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საჩუქარი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ადამიანს განსაკუთრებული როლი ჰქონდა ქართულ პოლიტიკაში და მისი ჩართულობით და უშუალო მონაწილეობით არჩევნების, მშვიდობიანი გზით მოხდა იმ სისხლიანი რეჟიმის ჩამოშორება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა. მესმის, რომ თქვენ ეს გსიამოვნებთ და ეს ყველაფერი თქვენთვის პრობლემაა, პრობლემაა ამ ადამიანის ავტორიტეტი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულება ამ ადამიანის, „ქართული ოცნების“ მიმართ; შესაბამისად, ამით ყველაფერია ნათქვამი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა